ნავთობის მიწოდება ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის საშუალებით 9 თვეში 2,5%-ით გაიზარდა

გამოწერა
აზერბაიჯანული ნავთობის მილსადენის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის საშუალებით მიწოდების მოცულობა მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში გასული წლის მაჩვენებელთან შედარებით 2,5%-ით - 27,964 მილიონ ტონამდე გაიზარდა.

თბილისი, 8 ოქტომბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”. აზერბაიჯანული ნავთობის რესპუბლიკის ძირითადი საექსპორტო მილსადენის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის საშუალებით მიწოდების მოცულობა მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში გასული წლის მაჩვენებელთან შედარებით 2,5%-ით - 27,964 მილიონ ტონამდე გაიზარდა, იუწყება აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის პრეს-სამსახური.

სულ ნავთობსადენით, 2006 წლის ივნისში მისი ექსპლუატაციაში შესვლის მომენტიდან მიმდინარე წლის 1 ოქტომბრის ჩათვლით მიწოდებულია 134,501 მილიონი ტონა აზერბაიჯანული ნედლი ნავთობი.

ნავთობსადენით ხდება ექსპორტირება კასპიაზე აზერი-ჩირაგ-გიუნეშლის საბადოზე მოპოვებული ნავთობის და შახდენიზის საბადოზე მოპოვებული კონდენსატების. 

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის სადღეღამისო სიმძლავრე 1,2 მილიონ ბარელ ნავთობს შეადგენს.

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის აქციონერები არიან British Petroleum (30,1% წილობრივი მონაწილეობა), ГНКАР (25%), Chevron (8,9%), Statoil (8,71%), TPAO (6,53%), ENI და Total (5%-5%), Itochu (3,4%), ConocoPhilliрs და Inрex (2,5%-2,5%), Amerada Hess (2,36%).

ყველა ახალი ამბავი
0