ამ კვირიდან საქართველოს პარლამენტი 2011 წლის ბიუჯეტის განხილვას იწყებს

გამოწერა
ამ კვირიდან საქართველოს პარლამენტი 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვას შეუდგება, განაცხადა ორშაბათს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ.

თბილისი, 4 ოქტომბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ეკა საათაშვილი. ამ კვირიდან საქართველოს პარლამენტი 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვას შეუდგება, განაცხადა ორშაბათს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ.

ბაქრაძის თქმით, მომავალი წლის ბიუჯეტის პრიორიტეტი იქნება ჯანდაცვა, განათლება და სოციალური სფერო.

”2011 წლის ბიუჯეტის თანახმად, რომელიც 6,96 მილიარდ ლარს შეადგენს, მთავრობა ამცირებს სახსრებს ადმინისტრაციულ ხარჯებზე და ეს სახსრები ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისკენ იქნება მიმართული”, - განაცხადა ბაქრაძემ.

მიმდინარე კვირაში ბიუჯეტის პროექტს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი განიხილავს.

ყველა ახალი ამბავი
0