რუსეთის მოქალაქეებმა ქართული ეკონომიკის 10-15% იყიდეს - სააკაშვილი

გამოწერა
რუსეთის მოქალაქეებმა საქართველოში გაყიდული ობიექტების 10-15% იყიდეს, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილი უკრაინული გამოცემა ”ბულვარ გორდონისთვის” მიცემულ ინტერვიუში.

თბილისი, 4 ოქტომბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ციცია მამულაშვილი. რუსეთის მოქალაქეებმა საქართველოში გაყიდული ობიექტების 10-15% იყიდეს, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილი უკრაინული გამოცემა ”ბულვარ გორდონისთვის” მიცემულ ინტერვიუში.

”სხვათა შორის, თავის დროზე ბევრი ფიქრობდა, რომ, როგორც კი რუსეთი თავისი ფულით ჩვენთან შემოვა, ყველაფერს შეეხება და მართლაც, 2005 წელს პუტინმა თავის ოლიგარქებს ბრძანება მისცა: გაემგზავრეთ საქართველოში და ყველაფერი ერთიმეორის მიყოლებით შეიძინეთ! მოვიდნენ ისინი ხელების სრესვით: აბა, რა შევიძინოთ აქ კარგი? - ხოლო როცა გამოირკვა, რომ ყველაფრის შეძენა შეიძლება, მაგრამ პატიოსანი ტენდერებით, ბევრმა მასში მონაწილეობა არ მოინდომა”, - განაცხადა სააკაშვილმა.

სააკაშვილმა აღნიშნა, რომ ”ბიზნესმენები, უბრალოდ, მიეჩვივნენ: თუ ვინმე წინასწარ შენგან ქრთამს არ იღებს, ტენდერში მონაწილეობას აზრი არა აქვს - უაღრესად საინტერესო ექსპერიმენტი გამოვიდა”.

მისი თქმით, ”ბოლოს და ბოლოს, ყველა დარწმუნდა (რადგანაც ვაჭრობა გამჭვირვალედ ტარდებოდა), რომ რუსებმა საქართველოს ეკონომიკა ვერ გათელეს”.

”რაღაცა ნამდვილად იყიდეს - რაც გასაყიდად იყო გამოტანილი, იმის, შეიძლება, სულ 10-15% - ხოლო დანარჩენი მყიდველები მთელი მსოფლიოდან ჩამოვიდნენ...”, - განაცხადა სააკაშვილმა.


ყველა ახალი ამბავი
0