ნუში ქართული ექსპორტის მნიშვნელოვანი ნაწილი შეიძლება გახდეს

გამოწერა
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო ქვეყანაში ნუშის, როგორც საექსპორტო საქონლის მოყვანის პერსპექტივების შესახებ დისკუსიის ინიციატორია.

თბილისი, 1 ოქტომბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო ქვეყანაში ნუშის, როგორც საექსპორტო საქონლის მოყვანის პერსპექტივების შესახებ დისკუსიის ინიციატორია. კონფერენცია ”თხილის კულტურების (თხილი, ნუში) მნიშვნელობა და მისი პერსპექტივები საერთაშორისო ბაზარზე” გაიმართება 5 ოქტომბერს, განუცხადეს ”ახალი ამბები - საქართველოს” კორესპონდენტს უწყებაში. 

ღონისძიება ორგანიზებულია კომპანია "ADVERSA+"-სთან ერთად (ესპანეთი), რომელიც ამ ეტაპზე ნუშის ბაღის გაშენებას ათასი ჰექტარის ფართობზე აპირებს, ხოლო მომავალში პლანტაციას 10 ჰექტარამდე გაზრდის.

ნუში თხილის კულტურებს შორის ერთ-ერთი მოთხოვნადი პროდუქტია საერთაშორისო ბაზარზე და მისი ფასი წლიდან წლამდე იზრდება.

კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებს ხმელთაშუა ზღვის სატყეო დეპარტამენტის კვების პროდუქტების კვლევის და ტექნოლოგიების ინსტიტუტის (I.R.T.A.) მთავარი ექსპერტი ფრანსისკო ვარგასი (ესპანეთი). ის წარმოადგენს ამ დარგში ბოლო მიღწევებს, ნუშის თანამედროვე რეზისტენტულ ჯიშებს და მისი მოშენების ტექნოლოგიებს.

ყველა ახალი ამბავი
0