საქართველოს საბანკო სექტორის აქტივების მოცულობა 10 მილიარდ ლარს უახლოვდება

გამოწერა
საქართველოს კომერციული ბანკების აქტივების ერთობლივმა მოცულობამ 2010 წლის 1 სექტემბერისთვის 9, 846 მილიარდი ლარი შეადგინა, განუცხადეს ”ახალი ამბები - საქართველოს” კორესპონდენტს ეროვნულ ბანკში.

თბილისი, 1 ოქტომბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”. საქართველოს კომერციული ბანკების აქტივების ერთობლივმა მოცულობამ 2010 წლის 1 სექტემბერისთვის 9, 846 მილიარდი ლარი შეადგინა, განუცხადეს ”ახალი ამბები - საქართველოს” კორესპონდენტს ეროვნულ ბანკში.

გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით აქტივების მოცულობა 25%-ით გაიზარდა. თვეში აქტივები 0,5%-ით გაიზარდა.

აქტივების საერთო მოცულობიდან 405,9 მილიონი ლარი ნაღდი ფულადი სახსრებია, 1,966 მილიარდი - ფულადი სახსრები საბანკო ანგარიშებზე, 599 მილიონი - საინვესტიციო ფასიანი ქაღალდები, 5,202 მილიარდი - სუფთა სესხები, 80,2 მილიონი - პროცენტების და დივიდენდების მიღებისთვის დარიცხული, 423,5 მილიონი ლარი - ინვესტიციები საწესდებო კაპიტალში, 826 მლნ - ძირითადი სახსრები და არამატერიალური აქტივები, 338,8 მლნ - სხვა სუფთა აქტივები.

კომერციული ბანკების ერთობლივმა ვალდებულებებმა 2010 წლის 1 სექტემბერისთვის 8,195 მილიარდი ლარი შეადგინა:

- საბანკო დეპოზიტები - 283,9 მილიონი,

- არასაბანკო დეპოზიტები - 5,066,6 მილიონი

- გადახდისთვის დარიცხული პროცენტები და დივიდენდები - 98 მილიონი,

- კომერციული ბანკების მიერ გასესხებული სახსრები - 2 545,3 მილიონი,

- სხვა ვალდებულებები - 200,8 მილიონი ლარი.

1 სექტემბრისთვის აქციონერული კაპიტალის ერთობლივმა მოცულობამ 1,651 მილიარდი ლარი შეადგინა. მათგან 691,6 მილიონი ლარი განაღდებული საწესდებო კაპიტალია, 909,4 მილიონი - კაპიტალური რეზერვები, 49,9 მილიონი ლარი - გაუნაწილებელი მოგება.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2010 წლის 1 სექტემბრისთვის საქართველოში ფუნქციონირებდა 19 კომერციული ბანკი, მათ შორის უცხოური ბანკის 2 ფილიალი.

ყველა ახალი ამბავი
0