საქართველოში საფრანგეთის ხელისუფლების წარმომადგენელთა დელეგაცია ჩამოვა - საელჩო

გამოწერა
1 ოქტომბერს საქართველოში ორდღიანი ვიზიტით საფრანგეთის პარლამენტთან კავშირის მინისტრის ანრი რენკურნი (Henri de Raincourt) ჩამოვა, აცნობეს ”ახალი ამბები - საქართველოს” საფრანგეთის საელჩოს პრეს-სამსახურში.

თბილისი, 30 სექტემბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ციცია მამულაშვილი. 1 ოქტომბერს საქართველოში ორდღიანი ვიზიტით საფრანგეთის პარლამენტთან კავშირის მინისტრის ანრი რენკურნი (Henri de Raincourt) ჩამოვა, აცნობეს ”ახალი ამბები - საქართველოს” საქართველოში საფრანგეთის საელჩოს პრეს-სამსახურში.

დელეგაციის შემადგენლობაში არიან საფრანგეთის პარლამენტის სენატორები პიერ ბორდიე (Pierre Bordier) და ანდრე ვილიე (Andre Villiers).

დელეგაცია ეწვევა გურჯაანის სამედიცინო-დიაგნოსტიკურ ცენტრს, რომელიც 2008 წელს იონის დეპარტამენტის (საფრანგეთი) ფინანსური მხარდაჭერით აშენდა.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან და ჯანდაცვის მინისტრთან ანდრია ურუშაძესთან.

ყველა ახალი ამბავი
0