კახეთის ღვინის ქარხნებმა 18 ათასი ყურძენი ჩაიბარეს

გამოწერა
რთველის მსვლელობისას კახეთის ღვინის ქარხნებმა უკვე 18 ათასი ყურძენი ჩაიბარეს. რთველი აგვისტოს ბოლოს დაიწყო და ოქტომბრის შუა რიცხვებისთვის დასრულდება, განაცხადეს კახეთის საინფორმაციო ცენტრში.

თბილისი, 28 სექტემბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”. რთველის მსვლელობისას კახეთის ღვინის ქარხნებმა უკვე 18 ათასი ყურძენი ჩაიბარეს. რთველი აგვისტოს ბოლოს დაიწყო და ოქტომბრის შუა რიცხვებისთვის დასრულდება, განაცხადეს კახეთის საინფორმაციო ცენტრში.

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცენტრალური შტაბის ხელმძღვანლის ტარიელ გაბუნიას თქმით, ღვინის ქარხნებმა 13,2 ათასი ტონა საფერავი და 4,8 ათასი ტონა რქაწითელი ჩაიბარეს.

”შეიძლება ითქვას, რომ საფერავის ჯიშის ყურძნის 95% უკვე დაბინავებულია კილოგრამისთვის 65 თეთრად. ღვინის ქარხნები ყურძენში დადგენილი ტარიფით იხდიან - ესაა 40 თეთრი კილოგრამი საფერავისთვის, ხოლო 25 თეთრი სახელმწიფო სუბსიდიის სახითაა გათვალისწინებული. წინასწარი გათვლებით, ღვინის ქარხნებს რქაწითელის ჯიშის 5-6 ათასი ტონა უნდა მიეღოთ. დღეისთვის უკვე 4,8 ათასი ტონა ჩაიბარეს”, - აღნიშნა შტაბის ხელმძღვანელმა.

ცენტრალური შტაბი, რომელიც ყურძნის მოსავალს კოორდინირებას უწევს, გურჯაანში ოფიციალურად 8 სექტემბერს გაიხსნა.

 

ყველა ახალი ამბავი
0