საქართველოს და ლატვიის კონტროლის პალატები სამი სამინისტროს აუდიტს ჩატარებენ

© Александр ИмедашвилиТбилиси
Тбилиси - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს და ლატვიის კონტროლის პალატები საქართველოს ჯანდაცვის, განათლების და რეგიონული მართვის სამინისტროების ფინანსურ აუდიტს ჩაატარებენ.

თბილისი, 20 სექტემბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ნატალია სმოლნიკოვა. საქართველოს და ლატვიის კონტროლის პალატები საქართველოს ჯანდაცვის, განათლების და რეგიონული მართვის სამინისტროების ფინანსურ აუდიტს ჩაატარებენ, განუცხადეს ”ახალი ამბები - საქართველოს” ორშაბათს კონტროლის პალატაში.

სამინისტროების ფინანსური აუდიტი საქართველოს კონტროლის პალატასა და ლატვიის სახელმწიფო აუდიტორულ ოფისს შორის შეთანხმების ფარგლებში ტარდება.

შეთანხმების ფარგლებში 20 სექტემბერს საქართველოში ლატვიის სახელმწიფო აუდიტორული ოფისის სამი წარმომადგენელი ჩამოვიდა, რომლებიც აუდიტის დაგეგმვის თემაზე სამდღიან ტრენინგებს ჩაატარებენ.


ყველა ახალი ამბავი
0