აჭარის დელეგაცია შავი ზღვის საკრუიზო კონფერენციაში მონაწილეობს

გამოწერა
აჭარის მთავრობის და აჭარის ტურიზმის და კურორტების დეპარტამენტის წარმომადგენლები მონაწილეობენ ოდესაში მიმდინარე საერთაშორისო კრუიზულ კონფერენციაში ”Black Sea Cruise 2010”.

 

თბილისი, 17 სექტემბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ეკა ჯავახია. აჭარის მთავრობის და აჭარის ტურიზმის და კურორტების დეპარტამენტის წარმომადგენლები, მათ შორის დეპარტამენტის ხელმძღვანელი თეიმურაზ დიასამიძე მონაწილეობენ ოდესაში მიმდინარე საერთაშორისო კრუიზულ კონფერენციაში ”Black Sea Cruise 2010”, რომლის ორგანიზატორები არიან საერთაშორისო საკრუიზო ასოციაცია “MEDCRUISE” და ოდესის პორტი. კონფერენცია 16-18 სექტემბერს ჩატარდება.

კონფერენციის ძირითადი მიზანი შავ ზღვაზე სამგზავრო ტერმინალებისა და საკრუიზო ტურიზმის განვითარებაა. მიმდინარე წლის კონფერენციის ძირითადი თემაც ეს არის. ტრადიციულად აღნიშნულ კონფერენციაში მონაწილეობას მსოფლიოში ცნობილი საკრუიზო კომპანიების: "Carnival Group", “Royal Caribbean International”, "MSC Cruises", "Norwegian Cruise Line", "Costa Cruises", "Cunard Line", "Princess Cruises",  “Azamara Cruises”, "Holland America Line", "Swan Hellenic", "Regent Seven Seas Cruises", "Saga Holidays", "Thomson Cruises", “Seabourn Cruise Line", "Crystal Cruises", "P&O Cruises", "Oceania cruises", “Peter Deilmann Cruises”, “Classic International Cruises”, “Kristina Cruises”, “Compagnie Des Iles Du Ponant”, “Silversea Cruises”, “Fred. Olsen Cruise Lines”, “Hapag-Lloyd Cruises” და შავი ზღვის აუზის ქვეყნების პორტების წარმომადგენლები იღებენ: საქართველო, ბულგარეთი, რუმინეთი, რუსეთი, რათქმა უნდა მასპინძელი ქვეყანაც. წელს კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობს ასევე თურქეთის რესპუბლიკის ქ.იზმირის პორტისა და სავაჭრო სამრეწველო პალატის წარმომადგენლები მიიღებენ. კონფერენციის მსვლელობის დროს დაგეგმილია პრეზენტაციები სხვადასხვა თემებზე.

კონფერენციის ძირითადი თემებია: შავი ზღვის რეგიონში მგზავრების გადაყვანის და კრუიზების განვითარების ტენდენცია, შავ ზღვაზე ხმელთაშუა ზღვის კრუიზული მარშრუტების გაგრძელების პერსპექტივები, სამგზავრო ინფრასტრუქტურის მდგომარეობა შავი ზღვის აუზში, საპორტო ქალაქების და რეგიონების ტურისტული ინფრასტრუქტურა.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი რეგულარულად იღებს ამ კონფერენციაში მონაწილეობას. კონფერენციის გახსნის მეორე დღეს (საპრეზენტაციო დღეს) დაგეგმილია პრეზენტაცია თემაზე: “აჭარის ტურისტული პროდუქტები და მათი განვითარების ტენდეციები. საკრუიზო ტურიზმი” ამ საკითხზე მომხსენებელია თეიმურაზ დიასამიძე.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, კონფერენციის მუშაობაში ასევე მონაწილეობას იღებს აჭარის მთავრობის საინვესტიციო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი ზაზა გუმბერიძე. აჭარის მთავრობის დელეგაციის წევრები, კონფერენციის გარდა, გამართავენ რიგ სხვა შეხვედრებს შავი ზღვის აუზის პორტების ხელმძღვანელებთან.


 

ყველა ახალი ამბავი
0