03:30 17 აგვისტო 2017
პირდაპირი ეთერი
ეკონომიკა

რუსული გაზის მიწოდება სომხეთში საქართველოს გავლით 17 სექტემბერამდე შეწყდა

ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
001

სომხეთში რუსული გაზის მიწოდება, რომელიც ტრანზიტით საქართველოს გავლით გადის, მაგისტრალურ გაზსადენზე რემონტის გამო სრულად არის შეწყვეტილი 17 სექტემბერამდე, განუცხადეს ოთხშაბათს სააგენტო ”ახალი ამბები - სომხეთს” სომხურ-რუსული კომპანია ”არმროსგაზპრომის” პრეს-სამსახურში. ეს კომპანია სომხეთის შიდა ბაზარზე რუსული ბუნებრივი აირის მიწოდების და განაწილების სფეროში მონოპოლისტი კომპანიაა.

 

газопровод

თბილისი, 15 სექტემბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”. სომხეთში რუსული გაზის მიწოდება, რომელიც ტრანზიტით საქართველოს გავლით გადის, მაგისტრალურ გაზსადენზე რემონტის გამო სრულად არის შეწყვეტილი 17 სექტემბერამდე, განუცხადეს ოთხშაბათს სააგენტო ”ახალი ამბები - სომხეთს” სომხურ-რუსული კომპანია ”არმროსგაზპრომის” პრეს-სამსახურში. ეს კომპანია სომხეთის შიდა ბაზარზე რუსული ბუნებრივი აირის მიწოდების და განაწილების სფეროში მონოპოლისტი კომპანიაა.

სომხურ-რუსულ კომპანიაში განაცხადეს, რომ გაზის მიწოდების დროებითი შეწყვეტა მომხმარებელზე არ აისახება.

”15-დან 17 სექტემბრის ჩათვლით მაგისტრალურ გაზსადენზე ”ჩრდილოეთ კავკასია - სამხრეთ კავკასია” პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით საქართველოსა და სომხეთში ბუნებრივი გაზის მიწოდება სრულად წყდება. სარემონტო სამუშაოებს ატარებს შპს ”გაზპრომ ტრანსგაზ სტავროპოლი”, - აღნიშნულია ”არმროსგაზპრომის” პრეს-რელიზში.

სომხეთის მომხმარებელთა გაზმომარაგება, აუცილებლობის შემთხვევაში, აბოვიანსკის მიწისქვეშა გაზსაცავიდან ხორციელდება, რომელიც მრეწველობით გაზის მოხმარებაში სეზონური და პიკური არათანაბარზომიერების დარეგულირებას უზრუნველყოფს, ასევე უმნიშვნელოვანესი მომხმარებლების გაზით მომარაგებას.

მთავარი თემები