ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნაბთობსადენით თურქმენული ნავთობის ტრანსპორტირება დაიწყო

გამოწერა
აზერბაიჯანმა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენით ჯეიჰანის პორტში თურქმენული ნავთობის ექსპორტირება დაიწყო, განუცხადა ჟურნალისტებს აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის პრეზიდენტმა როვნაგ აბდულაევმა.

 

თბილისი, 2 სექტემბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”. აზერბაიჯანმა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენით ჯეიჰანის პორტში თურქმენული ნავთობის ექსპორტირება დაიწყო, განუცხადა ჟურნალისტებს აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის პრეზიდენტმა როვნაგ აბდულაევმა.

”აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის შვილობილმა კომპანიამ SOCAR Trading შესაბამის შეთანხმებას მოაწერა ხელი Dragon Oil-თან და ამ ქვეყანაში მოქმედ სხვა კომპანიებთან თურქმენული ნავთობის ჯეიჰანის პორტში ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის საშუალებით ტრანსპორტირების შესახებ. თურქმენული ნავთობის ტრანსპორტირების მოცულობა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის საშუალებით ამჟამად დაახლოებით 200 ათას ტონას შეადგენს თვეში”, - განაცხადა მან.

1768 კილომეტრი სიგრძის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი ექსპლუატაციაში 2006 წლიდან შევიდა.

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის აქციონერები არიან: BP (30,1%), AzBTC (25%), Chevron (8,90%), StatoilHydro (8,71%), TPAO (6,53%), ENI (5%), Total (5%), Itochu (3,40%), INPEX (2,50%), ConocoPhillips (2,50%) და Hess (2,36%).

წყარო: ”ახალი ამბები - აზერბაიჯანი”

ყველა ახალი ამბავი
0