08:21 01 მაისი 2017
პირდაპირი ეთერი
ეკონომიკა

”არმავია” ”საზაფხულო” ავიარეისებს ერევნიდან ბათუმსა და მოსკოვში აუქმებს

ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
1 0 0

სომხეთის ეროვნული ავიაგადამყვანი, კომპანია ”არმავია” სამი ”საზაფხულო” პირდაპირი ავიარეისის - ერევნიდან ბათუმში და მოსკოვის აეროპორტებში - ”ვნუკოვო” და ”შერემეტიევო” გაუქმების შესახებ აცხადებს. ეს რეისები მხოლოდ ზაფხულის პერიოდში, სპეციალურად ტურისტულ სეზონში გაზრდილი მოთხოვნილების მომსახურეობის მიზნით იყო შემოღებული.

 

თბილისი, 31 აგვისტო - ”ახალი ამბები - საქართველო”. სომხეთის ეროვნული ავიაგადამყვანი, კომპანია ”არმავია” სამი ”საზაფხულო” პირდაპირი ავიარეისის - ერევნიდან ბათუმში და მოსკოვის აეროპორტებში - ”ვნუკოვო” და ”შერემეტიევო” გაუქმების შესახებ აცხადებს. ეს რეისები მხოლოდ ზაფხულის პერიოდში, სპეციალურად ტურისტულ სეზონში გაზრდილი მოთხოვნილების მომსახურეობის მიზნით იყო შემოღებული.

სააგენტო ”ახალი ამბები - სომხეთის” ინფორმაციით, ავიაკომპანიის პრეს-სამსახურზე დაყრდნობით, გაუქმებულია რეისი U8 025/026 ერევანი-ბათუმი-ერევანი მიმდინარე წლის 5 სექტემბრიდან 26 სექტემბრის ჩათვლით. ასევე გაუქმებულია მოსკოვური რეისების შვიდიდან ორი - U8 522/521 - ერევანი-მოსკოვი (ვნუკოვო) - ერევანი 9 სექტემბრიდან 30 ოქტომბრის ჩათვლით და U8 508/507 - ერევანი-მოსკოვი (შერემეტიევო) -ერევანი - 11 სექტემბრიდან 30 ოქტომბრის ჩათვლით.

”ზემოაღნიშნული რეისების შესრულება 2010/11 წლების ზამთრის პერიოდში დაგეგმილი არ არის”, - იუწყება ”არმავია”.

კომპანია ”არმავია” 1996 წელს შეიქმნა. 2005 წლის ივნისიდან აქციების სრული პაკეტი კომპანია ”მიკა ლიმიტედის” პრეზიდენტის მიხეილ ბაღდასაროვის ხელში გადავიდა.

დღეისთვის ”არმავია” კვირაში 102-ზე მეტ რეისს ასრულებს მსოფლიოს 20 ქვეყნის 35 მიმართულებით.

მთავარი თემები