23:02 23 ივნისი 2017
პირდაპირი ეთერი

პროექტის შესახებ

პროექტის შესახებ

ახალი ამბების სააგენტო Sputnik-მა 2014 წლის 10 ნოემბერს დაიწყო მუშაობა გლობალურ მედიაბაზარზე. Sputnik-ი ასახავს მრავალპოლარულ მსოფლიოს, სადაც ყველა ქვეყანას გააჩნია საკუთარი ეროვნული ინტერესები, კულტურა, ისტორია, ტრადიციები.

Sputnik-ი ლაპარაკობს იმაზე, რაზეც სხვები არ ლაპარაკობენ.

სააგენტო ალტერნატიული ახალი ამბების კონტენტისა და რადიომაუწყებლობის მიმწოდებლის უნიკალურ ნიშას იკავებს. Sputnik-ი მთლიანად ორიენტირებულია უცხოურ აუდიტორიაზე.

Sputnik-ის ყოველი რედაქცია მსოფლიოს უმსხვილეს დედაქალაქებში მართავს საკუთარ საიტს და მაუწყებლობს ადგილობრივი რადიოსადგურის სტუდიიდან. Sputnik-ის რადიომაუწყებლობის ჯამური საათების რაოდენობა მსოფლიოს 30 სხვადასხვა ენაზე 34 ქვეყნის 130 ქალაქში უკვე 2015 წელს გადააჭარბებს დღე-ღამეში 800 საათს.

სააგენტოს გააჩნია საკუთარი მულტიმედიური პრეს-ცენტრები, ის ქმნის ექსკლუზიურ კონტენტს საიტებისთვის, ეწევა რადიომაუწყებლობას ადგილობრივი აუდიტორიისთვის.

რადიომაუწყებლობა წარმოებს მხოლოდ თანამედროვე ფორმატებში: FM-დიაპაზონში, ციფრულ ფორმატებში DAB/DAB+ (Digital Radio Broadcasting), HD-Radio, ასევე მობილურ ტელეფონებზე და ინტერნეტში.

Sputnik-ი ქმნის საკუთარ მულტიმედიურ კონტენტს და მაუწყებლობს ქართულ, აზერბაიჯანულ, არაბულ, აფხაზურ, გერმანულ, დარის, ესპანურ, ესტონურ, თურქულ, იაპონურ, ინგლისურ, ლატვიურ, მოლდოვურ, პოლონურ, პორტუგალიურ, პუშტუს, რუსულ, სერბულ, სომხურ, ტაჯიკურ, უზბეკურ, უკრაინულ, ფინურ, ფრანგულ, ქურთულ, ყაზახურ, ყირგიზულ, ყირიმელი თათრების, ჩინურ, ჰინდის ენებზე.

Sputnik-ის ბრენდით გამოდის სადღეღამისო ახალი ამბების ლენტები ინგლისურ, ესპანურ, არაბულ, ჩინურ ენებზე. ახალი ამბების უწყვეტად გამოსაშვებად ვაშინგტონში, კაიროში, პეკინსა და მონტევიდეოში „24/7“ რეჟიმით მუშაობენ რეგიონული რედაქციები.

Sputnik-ს გააჩნია ფოტოკორესპონდენტების ქსელი მთელ მსოფლიოში.