10:36 19 დეკემბერი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0352
  • 100 RUB3.9895
  • USD2.6655

GEOREX BATUMI და GEOREX TBILISI!

GEOREX BATUMI და GEOREX TBILISI!

 

კომპანია Global Promotion Group-ი მოხარულია წარმოადგინოს  გამოფენები საქართველოში — GEOREX BATUMI და GEOREX TBILISI!

ღონისძიებები გაიმართება:

ბათუმში — 12-13 სექტემბერს;

თბილისში — 15-16 სექტემბერს.

კომპანია Global Promotion Group-ის გამოფენები ბაზრობა-გამოფენებისგან გამოირჩევა ფორმატით:

- მონაწილე კომპანიების შეზღუდული რაოდენობა;
- მხოლოდ მიზნობრივი ვიზიტორების წინასწარ დარეგისტრირებული და შერჩეული აუდიტორია;
- დეტალურად მოფიქრებული საქმიანი პროგრამა. 

თითოეული გამოფენა 2 დღეს მოიცავს. პირველ დღეს ღონისძიებას ესწრებიან ადგილობრივი უძრავი ქონების ბაზრის პროფესიონალები, აგრეთვე უცხოეთიდან მოწვეული პროფესიონალები, რათა გაიფართოვონ საკუთარი პორტფოლიო და გამოფენის ექსპონენტებს შორის ახალი პარტნიორები მოძებნონ. მონაწილეები და სტუმრები იკრიბებიან მრგვალი მაგიდის გარშემო, რათა უძრავი ქონების ბაზრის აქტუალურ საკითხებზე იმსჯელონ. ამის შემდეგ აგენტები პირადად შეძლებენ გაესაუბრნენ კომპანია-ექსპონენტების წარმომადგენლებს და მოისმინონ სპიკერების გამოსვლებისა და პრეზენტაციების სერია.

მეორე დღეს გამოფენის სტუმრები არიან პოტენციური კლიენტები და ინვესტორები — როგორც ადგილობრივები, ისე უცხოეთიდან მოწვეულები. ისინი ასევე შეძლებენ პირადად გაესაუბრნენ ექსპონენტებს, ამ უკანასკნელებს კი, თავის მხრივ, შეუძლიათ პრეზენტაცია ჩაატარონ იმისთვის, რომ საკუთარი პროექტები წარუდგინონ საბოლოო მყიდველებს. კლიენტები და ინვესტორები შეძლებენ პირდაპირ გაიცნონ დეველოპერები და მიიღონ პასუხები იმ აქტუალურ საკითხებზე, რომლებიც უძრავი ქონების შეძენის, მეორე მოქალაქეობის,  ბინადრობის უფლებისა და მიგრაციის თემებსა და ინვესტიციებს შეეხება.

ბათუმისა და თბილისის გამოფენებს, გარდა ადგილობრივი მიზნობრივი აუდიტორიისა, ასევე დაესწრებიან დსთ-ის, ახლო აღმოსავლეთისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების პროფესიონალები, კლიენტები და ინვესტორები.

GEOREX-ის გამოფენებში მონაწილეობა საშუალებას მოგცემთ:

ჩაატაროთ 30-მდე გარანტირებული შეხვედრა დაინტერესებულ კლიენტებთან, ინვესტორებთან და აგენტებთან;

ჩაატაროთ საკუთარი კომპანიის, პროექტის, მომსახურების 2 პრეზენტაცია;

- მიიღოთ სარეკლამო ბიუჯეტი 2 000 ევრომდე;
- განიხილოთ ადგილობრივი ბაზრის ტენდეციები და იქ მუშაობის პერსპექტივები ტოპ-სააგენტოების წარმომადგენლებთან ერთად;
- გააფორმოთ აგენტებისა თუ კლიენტების ხელშეკრულებები;
- შეხვდეთ პოტენციურ კლიენტებსა და ინვესტორებს;
- მიიღოთ თქვენი კომპანიის საპრეზენტაციო ვიდეორგოლი ინტერნეტით მისი შემდგომი პოპულარიზაციისთვის.

 

სპეციალური პირობებით ვიწვევთ იმ წარმატებულ სააგენტოებსა და ინვესტორებს, რომლებიც  ქართული ბაზრით არიან დაინტერესებული.

იმისათვის, რომ მიიღოთ მონაწილეობა გამოფენაში, დარეგისტრირდეთ პირველ თუ მეორე დღეს, გაიგოთ მეტი ბიზნესტურის ორგანიზების შესახებ საქართველოში, დაუკავშირდით ორგანიზატორებს:

info@georex.ge, +995 597 002477; +995 599 059979