მრგვალი მაგიდა: ქართული თემიდა – საზოგადოება სამართლიან სასამართლოს მოითხოვს

© photo: Sputnik / Andrei Starostinმართლმსაჯულება
მართლმსაჯულება - Sputnik საქართველო
გამოწერა
მრგვალი მაგიდა თემაზე "ქართული თემიდა - საზოგადოება სამართლიან სასამართლოს მოითხოვს" "Sputnik–საქართველოს" მულტიმედიურ პრეს-ცენტრში ხუთშაბათს, 14 ივნისს, 16:00 საათზე გაიმართება.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში სასამართლო სისტემას სამი ათეული წელია ინტენსიურად რეფორმირებად სფეროებს შორის ერთ-ერთი ლიდერი პოზიცია უკავია, დღევანდელ დღის წესრიგიდან ჯერ კიდევ მოხსნილი არ არის საკითხი ამ სისტემაში თანამედროვე გამოწვევებისა და მოთხოვნების შესაბამისი რეფორმების გატარების აუცილებლობის შესახებ.

ქართული საზოგადოების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა — სამართლიანობის აღდგენაა. ამიტომაც იზრდება კვალიფიციური და პასუხისმგებლობის მქონე კადრების როლი არა მარტო სასამართლო, არამედ სამართალდამცავ სისტემაში, კერძოდ, საგამოძიებო ორგანოებში.

მრგვალი მაგიდის წევრები:

— ვენედი ბენიძე (სამართლის დოქტორი, პროფესორი);

— თემურ მონიავა (სამართლის დოქტორი);

— გიორგი ქოიავა (სამართლის დოქტორი, ადვოკატი)

მედიის წარმომადგენლებს ვიწვევთ პრესკონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც "Sputnik–საქართველოს" მულტიმედიურ პრეს-ცენტრში გაიმართება მისამართზე: თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი #61, მე-5 სართული, ბლოკი С. ტელ: 555 90 89 77.

აკრედიტაცია:

E-mail: media@sputnik-georgia.com;

ტელ: +995555908977.

"Sputnik-საქართველოს" მულტიმედიური პრეს-ცენტრის ანონსების გამოსაწერად გამოგზავნეთ განაცხადი: media@sputnik-georgia.com

ყველა ახალი ამბავი
0