შვეიცარიის ალპებში ანსამბლ „რუსთავის“ მომღერლებმა კონცერტი გამართეს

© photo: Government of Georgia / FBანსამბლი „რუსთავი"
ანსამბლი „რუსთავი - Sputnik საქართველო, 1920, 23.08.2021
გამოწერა
შვეიცარიელ საზოგადოებას უნიკალური შესაძლებლობა აქვს, გაეცნოს ქართული კინოს, მუსიკისა და ლიტერატურის საუკეთესო ნიმუშებს.
თბილისი, 23 აგვისტო – Sputnik. შვეიცარიის ალპებში, ქალაქ სიონის მთავარ საკათედრო ტაძარში ანსამბლ „რუსთავის“ მომღერლებმა კონცერტი გამართეს, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.
ანსამბლი „რუსთავი“ შვეიცარიაში საერთაშორისო ფესტივალის (Sion Festival) ფარგლებში მიიწვიეს, რომელიც ორმოცდამეთვრამეტედ ჩატარდა, ქართველი მომღერლები კი ფესტივალში უკვე მეოთხედ მონაწილეობენ. საფესტივალო პროგრამის საპატიო სტუმრები იყვნენ ანზორ ერქომაიშვილისა და გია ყანჩელის მეუღლეები.
მიუხედავად პანდემიისა, ქართული პოლიფონიის მოსასმენად უამრავმა მსმენელმა მოიყარა თავი, მათ შორის იყვნენ შვეიცარიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტებიც.
ციურიხი - Sputnik საქართველო, 1920, 20.08.2021
კინო, მუსიკა, ხელოვნება – შვეიცარიაში ფესტივალი „ხიდი: ციურიხი–თბილისი“ გაიმართება
მომღერლებმა, ტრადიციული პროგრამის გარდა, შეასრულეს გია ყანჩელის „წუთისოფელი“ მსოფლიოში ცნობილ მევიოლინეებთან პაველ ვერნიკოვთან და სვეტლანა მაკაროვასთან ერთად.
სიონის ფესტივალის ფარგლებში ქართველი სცენარისტისა და რეჟისორის რეზო გაბრიაძის ხსოვნისა და შემოქმედებისადმი მიძღვნილი საღამოც გაიმართა.
შვეიცარიაში საქართველოს საელჩოს თანაორგანიზებით რამდენიმე ღონისძიება იგეგმება. მათ შორის, 11 სექტემბერს ბაზელში ქართული სკოლის საზეიმო ღონისძიება გაიმართება, 1-10 ოქტომბერს ციურიხში ქართული კულტურის ინტერდისციპლინარული ფესტივალი „ხიდი: ციურიხი-თბილისი" ჩატარდება, 29-30 ოქტომბერს ბერნში ქართული ღვინის ფორუმი გაიმართება, ასევე ბერნში გაიხნება ქართული ბიბლიოთეკა.
შვეიცარიაში საქართველოს საელჩოს განცხადებით, ღონისძიებების მიზანია შვეიცარიაში ქართული მრავალსაუკუნოვანი ისტორიის, კულტურის, ტრადიციების, ხელოვნების, მეცნიერების, ტურიზმის, ეკონომიკური პოტენციალის აქტიურად წარმოჩენა.
ყველა ახალი ამბავი
0