გამოვლინდნენ გაცვლით რეზიდენციაში გამარჯვებული მწერლები

© Pixabay / jarmolukგოგონა ბიბლიოთეკაში
გოგონა ბიბლიოთეკაში - Sputnik საქართველო, 1920, 16.08.2021
გამოწერა
სამი ქართველი მწერალი ახალ მხატვრულ ნაწარმოებებზე სამუშაოდ ორი კვირით ესპანეთსა და უკრაინაში გაემგზავრება
თბილისი, 16 აგვისტო – Sputnik. ცნობილი გახდა ლიტერატურული რეზიდენციების გამარჯვებულთა ვინაობა - ესაა მწერლების გაცვლითი პროგრამა, რომელსაც პროექტი „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ და „მწერალთა სახლი“ ატარებს.
პროგრამის ფარგლებში ორი ქართველი ავტორი - თეა თოფურია და თაკო ფოლადაშვილი გაემგზავრება ლა-კორუნიაში (ესპანეთი), ხოლო მწერალი ნანა აბულაძე თავის ახალ ნაწარმოებზე იმუშავებს ლვოვში (უკრაინა).
ანასტასია ხატიაშვილის წიგნი - Sputnik საქართველო, 1920, 18.05.2021
თბილისში გამოიცა ანასტასია ხატიაშვილის რომანი „საუკეთესო, რაც არ გამაჩნია“
გარდა ამისა, აბულაძე მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალში „ლვოვის წიგნის ფორუმი“, რომელიც 15-19 სექტემბერს გაიმართება. თავის მხრივ, „მწერალთა სახლი“ თბილისში ესპანელ და უკრაინელ ავტორებს უმასპინძლებს.
თავდაპირველად ესპანეთში უნდა წასულიყო ერთი ქართველი ავტორი, მაგრამ ლა-კორუნიაში მიმღები რეზიდენციის ინიციატივით პროგრამაში ერთის ნაცვლად ორი ქართველი ავტორი მიიღებს მონაწილეობას. თეა თოფურია და თაკო ფოლადაშვილი ლა-კორუნიაში ორი კვირის განმავლობაში იმუშავებენ. ლვოვშიც პროგრამა ორ კვირაზეა გათვლილი - 1-დან 20 სექტემბრამდე პერიოდში.
გაცვლითი რეზიდენციის პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად განაცხადების მიღება ივლისის ბოლოს დაიწყო. კონკურსში მიიღებოდა განაცხადები ნებისმიერი ჟანრის მხატვრულ ლიტერატურულ ტექსტზე სამუშაოდ. ავტორის შერჩევის მთავარი კრიტერიუმები იყო: სამწერლო გამოცდილება, ტექსტის ხარისხი და სამოტივაციო წერილი.
ყველა ახალი ამბავი
0