საქართველოში ხელოვნების ნიმუშების საექსპერტო კვლევის პირველი ლაბორატორია გაჩნდება

© photo: Sputnik / გადასვლა მედიაბანკშიფიროსმანი
ფიროსმანი - Sputnik საქართველო, 1920, 01.07.2021
გამოწერა
ახალ ცენტრში, რომლის ანალოგი არც საქართველოში, არც ამიერკავკასიაში არ არსებობს, ხელოვნების ნიმუშების ექსპერტული კვლევები ჩატარდება.
თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. საქართველოს კულტურის სამინისტრო ხელოვნების ნიმუშების საექსპერტო კვლევის პირველ სახელმწიფო ლაბორატორიას ქმნის.
მისი დაარსება შესაძლებელი გახდება ირაკლი ფარჯიანის ფონდთან თანამშრომლობის შედეგად. თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა და ფონდის თავმჯდომარემ მიხეილ ჯიქიამ.
სუხიშვილები - Sputnik საქართველო, 1920, 01.07.2021
„სუხიშვილები“ საზაფხულო კონცერტების სერიას გამართავენ
მემორანდუმი ითვალისწინებს მხარეთა მჭიდრო თანამშრომლობას საქართველოში ხელოვნების ნიმუშების საექსპერტო კვლევის ლაბორატორიის შექმნის კუთხით - მასში ჩატარდება ხელოვნების ნიმუშების კომპლექსური ექსპერტული კვლევები და შესაბამისი კვლევითი პროცესები.
თეა წულუკიანის თქმით, მსგავსი კვლევითი ცენტრი აქამდე არც საქართველოში, არც ამიერკავკასიაში არ არსებობდა.
„ფონდის დახმარების შედეგად, კონსულტაციისა და სხვა ტიპის ხელშეწყობის შედეგად, საქართველოში პირველად შევქმნით სახელმწიფო ლაბორატორიას, რომელიც იმუშავებს ხელოვნების ნიმუშების კვლევაზე, ექსპერტიზაზე და განახორციელებს კომპლექსურ კვლევით სამუშაოს მათ შორის ავთენტურობის დადგენის ნაწილში“, - განაცხადა კულტურის მინისტრმა.
ХХ საუკუნის გამოჩენილი მხატვრის, ირაკლი ფარჯიანის ფონდი 2020 წელს მხატვრის ქალიშვილმა სოფო ფარჯიანმა დააარსა. ფონდის მიზანს, მხატვრის ნამუშევრების საქართველოსა და უცხოეთში პოპულარიზაციის გარდა, მხატვრის საავტორო უფლებების მართვა და დაცვა წარმოადგენს. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ხელოვნების ნიმუშების კვლევითი ცენტრის შექმნა.
ყველა ახალი ამბავი
0