საქართველოში ზაფხულის საერთაშორისო თეატრალური სკოლა ჩატარდება

© photo: courtesy of Russian clubსაზაფხულო სკოლა
საზაფხულო სკოლა - Sputnik საქართველო, 1920, 10.06.2021
გამოწერა
პროექტის მიზანია რუსული თეატრების ახალგაზრდა მსახიობებს პროფესიულ ზრდაში დაეხმაროს, ასევე განავითაროს და გააძლიეროს შემოქმედებითი კავშირები.

თბილისი, 10 ივნისი – Sputnik. ზაფხულის საერთაშორისო თეატრალური სკოლა „შეკვეთილი 2021. თეატრი, პოეზია, მუსიკა“ შეკვეთილში 14–24 ივნისს უკვე მეექვსედ ჩატარდება, აცნობეს „Sputnik–საქართველოს“ ორგანიზატორებმა.

წელს სკოლაში მონაწილეობენ თბილისის თეატრების ახალგაზრდა მსახიობები, რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის შემოქმედებითი დისციპლინების მასწავლებლები, სტუდენტებისა და მასწავლებლების ჯგუფი კიევის კარპენკო–კარის სახელობის თეატრის, კინოსა და ტელევიზიის ეროვნული უნივერსიტეტიდან.

© photo: courtesy of Russian clubსკოლა „შეკვეთილი 2020"
საქართველოში ზაფხულის საერთაშორისო თეატრალური სკოლა ჩატარდება - Sputnik საქართველო, 1920, 10.06.2021
სკოლა „შეკვეთილი 2020"

გარდა ამისა, პროექტში მონაწილეობენ რუსეთის თეატრალური ხელოვნების ინსტიტუტის (ГИТИС) სამსახიობო ფაკულტეტის სტუდენტები და რუსული სასცენო მეტყველებისა და სასცენო მოძრაობის მასწავლებლები, ასევე ყაზახეთის ხელოვნების ეროვნული უნივერსიტეტის სტუდენტები.

სკოლის მუშაობაში მონაწილეობაზე და პროფილური მასტერ-კლასების ჩატარებაზე დათანხმდნენ ლიტერატურის, თეატრისა და კინოს გამოჩენილი რუსი მოღვაწე, პოეტი, მთარგმნელი, სცენარისტი, მუსიკალურ-დრამატული სპექტაკლების ოსტატი იური რიაშენცევი და პოეტი, დრამატურგი, ბარდი იული კიმი.

სკოლა–2021-ის ფარგლებში გაიმართება:

  • თეატრალური კომპოზიცია „22 ივნისი“, რომელიც ომის დაწყებას ეძღვნება;
  • იური რიაშენცევის 90 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო;
  • იული კიმის შემოქმედებითი საღამო;
  • ნანა ჯანელიძის დოკუმენტური ფილმის „ნეტავი იქ თეატრი არის?“ ჩვენება კახი კავსაძის ხსოვნის პატივსაცემად;
  • ლევან გაბრიაძის მხატვრულ–დოკუმენტური ფილმის „ჰარი–ჰარალე, დედაო“ ჩვენება რეზო გაბრიაძის ხსოვნის პატივსაცემად.

პროგრამაში დაგეგმილია ლექციები რუსული თეატრის ისტორიის შესახებ, მასტერ–კლასები შემოქმედებით დისციპლინებში, მრგვალი მაგიდები რუსული თეატრალური ხელოვნების აქტუალურ საკითხებზე. სკოლა გაიხსნება საზეიმო ცერემონიით და დასრულდება საზეიმო კონცერტით.

© photo: courtesy of Russian clubსკოლა „შეკვეთილი 2020"
საქართველოში ზაფხულის საერთაშორისო თეატრალური სკოლა ჩატარდება - Sputnik საქართველო, 1920, 10.06.2021
სკოლა „შეკვეთილი 2020"

პროექტის მიზანია დაეხმაროს რუსული თეატრების ახალგაზრდა მსახიობებს პროფესიულ ზრდაში, განავითაროს და გააძლიეროს შემოქმედებითი და ადამიანური კავშირები, აღნიშნავენ ორგანიზატორები.

პროექტს ახორციელებენ საერთაშორისო კულტურულ-საგანმანათლებლო კავშირი „რუსკი კლუბი" და ГИТИС-ი ფონდ „ქართუს“, „რუსკი მირის" „როსსოტრუდნიჩესტვოს", პრიმაკოვის სახელობის ქართულ–რუსული საზოგადოებრივი ცენტრისა და „ვითიბი ბანკის“ ფინანსური მხარდაჭერით.

ყველა ახალი ამბავი
0