Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„მოვიგე...“ – ნუცა ბუზალაძის კიდევ ერთი საერთაშორისო წარმატება

© Facebook / Nutsa Buzaladzeნუცა ბუზალაძე
ნუცა ბუზალაძე - Sputnik საქართველო, 1920, 31.05.2021
გამოწერა
ლამაზი სიმღერა და შესრულების შეუდარებელი მანერა – ქართველი მომღერალი ალბანური პუბლიკის აღმოჩენა გახდა.

თბილისი, 31 მაისი – Sputnik. ქართველმა მომღერალმა ნუცა ბუზალაძემ ალბანეთში გამართულ საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალზე Kenga Magjike 2021 გაიმარჯვა. სასიხარულო ინფორმაციას მომღერალი ქართველ ხალხს სოციალურ ქსელში უზიარებს.

„მოვიგე! Category Big International”, – დაწერა ნუცამ.

ფესტივალზე საკმაოდ დიდი კონკურენცია იყო, ნუცას ნამღერი მანამდე 40 საუკეთესო სიმღერას შორის მოხვდა.

„აქ ძალიან დიდი კონკურენციაა, ყველას მაგარი სიმღერა აქვს მილიონობით ნახვებით, მაგრამ მაინც ყველაფერი მაგრად მიდის ჩვენსკენ“, – წერდა ნუცა ბუზალაძე.

ფესტივალი Kenga Magjike 1999 წელს დაარსდა და მას შემდეგ ალბანეთის მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთ მთავარი მოვლენად იქცა. ნუცა ბუზალაძემ ფესტივალზე ახალი სიმღერა შეასრულა, რომელიც სპეციალურად მისთვის მომღერალმა და კომპოზიტორმა მიშა სულუხიამ დაწერა.

ფესტივალის ჟიურიმ და მაყურებელმა 23 წლის ქართველი შემსრულებლის გამოსვლას მაღალი შეფასება მისცა.

ნუცა ბუზალაძე თინეიჯერობის ასაკიდან წინ დიდი წარმატებით მიიწევს. ცნობილი მომღერალი პოპულარულ კონკურსებში უშიშრად გამოდის. არტისტი საქართველოს ფარგლებს გარეთ უკვე დიდი ხანია გაიცნეს. 2014 წელს მან გაიმარჯვა კონკურსში „ახალი ტალღა“. მონაწილეობდა კონკურსებში „ცეკვავენ ვარსკვლავები“, „ერთი ერთში“, თურქულ Voice-ში, სადაც ჟიური აღფრთოვანებას ვერ მალავდა და ის ფინალში მაყურებლებმა გადაიყვანეს.

ყველა ახალი ამბავი
0