საქართველოს აზერბაიჯანის კულტურის მინისტრი ეწვევა

© photo: courtesy of Ministry of Culture, Sports and Youth of Georgia / FBშეხვედრა აზერბაიჯანის წარმომადგენლებთან საქართველოს კულტურის სამინისტროში
შეხვედრა აზერბაიჯანის წარმომადგენლებთან საქართველოს კულტურის სამინისტროში - Sputnik საქართველო, 1920, 21.05.2021
გამოწერა
როგორც კახა სიხარულიძემ განაცხადა, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის მეგობრობა დაფუძნებულია ორივე ქვეყნის მიერ ერთმანეთის კულტურული და ისტორიული ღირებულებების პატივისცემაზე.

თბილისი, 21 მაისი – Sputnik. აზერბაიჯანის რესპუბლიკის კულტურის მინისტრი საქართველოში ვიზიტს გეგმავს, რომელიც ივნისში შედგება, ნათქვამია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, საქართველოს კულტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ კახა სიხარულიძემ აზერბაიჯანის  დიასპორასთან მუშაობის სახელმწიფო კომიტეტის დელეგაციას უმასპინძლა.

ირაკლი ღარიბაშვილი და ილჰამ ალიევი - Sputnik საქართველო, 1920, 05.05.2021
საქართველოს პრემიერი აზერბაიჯანის პრეზიდენტს შეხვდა

აზერბაიჯანის დიასპორასთან მუშაობის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილესთან ვაგიფ სეიდბაილისთან და საქართველოში აზერბაიჯანის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ფაიგ გულიევთან გამართულ შეხვედრაზე საუბარი აზერბაიჯანის კულტურის მინისტრის საქართველოში დაგეგმილ ვიზიტს შეეხო. როგორც სიხარულიძემ აღნიშნა, ქართული მხარე ძალისხმევას არ დაიშურებს იმისთვის, რომ აღნიშნული ვიზიტი მაღალ დონეზე შედგეს.

შეხვედრისას მხარეებმა ასევე ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის კულტურის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებზე.

საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 18 ნოემბერს დამყარდა. აზერბაიჯანი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია, რომელთანაც საქართველოს აკავშირებს მჭიდრო ურთიერთობები. აქტიურია ორმხრივი ვიზიტების დინამიკა როგორც საკანონმდებლო, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლების დონეზე.

ქართულ–აზერბაიჯანული ურთიერთობები>>

აზერბაიჯანთან არსებული სამართლებრივი ბაზა მოიცავს 100-ზე მეტ ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებას და არეგულირებს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის პრაქტიკულად ყველა სფეროს.

საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის მოქმედებს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი, რომელიც სამართლებრივად დარეგულირებულია როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ (სუამ-ის ფარგლებში) ფორმატში.

ყველა ახალი ამბავი
0