მეგი გოგიტიძე მოსკოვში თაყვანისმცემლებს შეხვდება

© Facebook / Megi Gogitidze Officialმეგი გოგიტიძე
მეგი გოგიტიძე - Sputnik საქართველო, 1920, 10.05.2021
გამოწერა
ქართველი მომღერალი რუსმა მსმენელმა უჩვეულო ხმის, ენერგიული შესრულებისა და სცენაზე უზომო ემოციურობის გამო შეიყვარა.

თბილისი, 10 მაისი – Sputnik. ქართველი მომღერალი მეგი გოგიტიძე მოსკოვში 25 მაისს თავის თაყვანისმცემლებს შეხვდება ფორმატით Publik Talk. შეხვედრა Community Moscow-ში ჩატარდება.

როგორც Instagram-ზე გოგიტიძე წერს, ის მსმენელს არაფორმალურ გარემოში შეხვდება და მათ კითხვებს უპასუხებს, ასევე შეასრულებს რამდენიმე სიმღერას გიტარის თანხლებით. მოხდება ღონისძიების ვიდეოგადაღება. შეხვედრა ორ საათს გაგრძელდება.

მომღერლის თქმით, ბილეთების გაყიდვით შემოსული თანხა ქველმოქმედებას მოხმარდება.

მეგი გოგიტიძე ქობულეთიდანაა. ის სიმღერების ავტორია. 2014 წელს მეგი პროექტის Голос Країни ნახევარფინალისტი გახდა, ხოლო 2016 წელს აღიარეს წლის საუკეთესო მომღერლად პროექტში „მეგა“.

მეგი კომპოზიციებს ასრულებს ეთნო–ჯაზისა და ფოლკის სტილში. ჰყავს მეუღლე და ორი გოგონა – სიდონია და ბარბარე.

ყველა ახალი ამბავი
0