Mercedes Benz Fashion Week Tbilisi მაისში ონლაინ–ფორმატში გაიმართება

© photo: Sputnik / STRINGER Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi
 Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi  - Sputnik საქართველო, 1920, 14.04.2021
გამოწერა
კორონავირუსის პანდემიის გამო თბილისის მოდის კვირეული ვირტუალურ ფორმატში ჩატარდება – ქართველი დიზაინერების ნამუშევრების ნახვა შესაძლებელი იქნება პლატფორმაზე MBFWTBILISI.ONLINE.

თბილისი, 14 აპრილი – Sputnik. დედაქალაქის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოვლენა მოდის სამყაროში Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi 6–9 მაისს გაიმართება – ქართველი დიზაინერები 2021–22 წლების შემოდგომა–ზამთრის სეზონის კოლექციას ონლაინ–ფორმატში წარმოადგენენ. 

„მოდის კვირეულის ციფრულ ფორმატში გადასვლა მთელ მსოფლიოში შექმნილმა სიტუაციამ გამოიწვია. ჩვენთვის რთული აღმოჩნდა, რადგან ქართველი დიზაინერებისთვის ჩვენებაზე საერთაშორისო პრესის და ბაიერების ფიზიკური დასწრება აუცილებელია. ამ სეზონზე ფორმატი უცვლელი, ანუ ციფრული იქნება, თუმცა, შედარებით განსხვავებული. ლაივ–ჩვენებების გადაღებები ჩვენს ახალ სივრცეში, „კოკა-კოლას“ ძველ ქარხანაში მიმდინარეობს“, – განაცხადა პორტალ at.ge-სთან ინტერვიუში MBFWTBILISI-ის დამფუძნებელმა სოფო ჭყონიამ.

Mercedes Benz Fashion Week Tbilisi-ს ჩვენებები ჩატარდება პლატფორმაზე MBFWTBILISI.ONLINE და მაყურებელს მისი პირდაპირ ეთერში თვალის დევნების საშუალება ექნება.

მოდის კვირეულის მონაწილეთა სია და ჩვენებების განრიგი ოფიციალურ ვებ-გვერდზე მოგვიანებით გამოქვეყნდება.

Mercedes-Benz Fashion Week – ესაა მოდის საერთაშორისო კვირეულების სერია, რომელიც Mercedes-Benz-მა დააარსა. ის ყოველწლიურად ტარდება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის – რუსეთში, გერმანიაში, აშშ-ში, თურქეთში, ავსტრალიაში და ა.შ.

ყველა ახალი ამბავი
0