საქართველოს ოპერისა და ბალეტის თეატრი 170 წლის იუბილეს აღნიშნავს

© photo: State Opera House Of Georgia / FBსაქართველოს ოპერისა და ბალეტის თეატრი 170 წლის იუბილეს აღნიშნავს
საქართველოს ოპერისა და ბალეტის თეატრი 170 წლის იუბილეს აღნიშნავს - Sputnik საქართველო, 1920, 12.04.2021
გამოწერა
უმდიდრესი ისტორიის მქონე თეატრი მილოცვებს იღებს - მან პანდემიასთან დაკავშირებული ხანგრძლივი პაუზის შემდეგ მაყურებელს კარი გაუღო

თბილისი, 12 აპრილი - Sputnik. ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი 170 წლის იუბილეს აღნიშნავს - ის სწორედ ამ დღეს, 1851 წლის 12 აპრილს გაიხსნა. პანდემიასთან დაკავშირებული ხანგრძლივი პაუზის შემდეგ გუშინ თეატრში ამ იუბილესადმი მიძღვნილი საზეიმო კონცერტი გაიმართა.

თეატრის იუბილესთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნულმა არქივმა იშვიათი მასალები გამოაქვეყნა. მათ შორის, ფრანგული ჟურნალის L'illustration Journal Universel ილუსტრაციები და საოპერო თეატრის გახსნისადმი მიძღვნილი სტატია, დაწერილი ფრანგი დიპლომატის, ედმონ დე ბარეროს მიერ. სტატია 1851 წლის 25 ოქტომბერს დაიბეჭდა.

„თეატრი, რომელიც 700 მაყურებელს იტევდა, მდებარეობდა თბილისში, დღევანდელ თავისუფლების მოედანზე. შენობა დააპროექტა იტალიელმა არქიტექტორმა ჯოვანი სკუდიერიმ, ინტერიერი კი შექმნა მხატვარმა გრიგორი გაგარინმა“, – ნათქვამია ეროვნული არქივის მასალებში.

ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრი – საქართველოს უდიდესი მუსიკალური თეატრია. ის ყოველთვის იყო საქართველოს ეროვნული მუსიკალური კულტურის ცენტრი და არა მხოლოდ.

კოტე მარჯანიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო დრამატული თეატრი  - Sputnik საქართველო, 1920, 25.03.2021
მარჯანიშვილის თეატრის სეზონს დოსტოევსკის „დანაშაული და სასჯელი“ გახსნის

თეატრის სცენაზე პირველად დაიდგა ქართველი კომპოზიტორების ოპერები: ფალიაშვილის „აბესალომ და ეთერი“ (1919) და „დაისი“(1923), დოლიძის „ქეთო და კოტე“ (1919), არაყიშვილის „თქმულება შოთა რუსთაველზე“ (1919), ბალანჩივაძის „თამარ ცბიერი“ (1926) და სხვ. თეატრმა ვოკალური და ქორეოგრაფიული ხელოვნების არაერთი ნიჭიერი ოსტატი აღზარდა.

XIX საუკუნის მიწურულს საქართველოს ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე გამოდიოდნენ ისეთი საქვეყნოდ ცნობილი მუსიკოსები, როგორებიც იყვნენ მევიოლინე და კომპოზიტორი იან კუბელიკი, იტალიელი ოპერის მომღერალი ანჯელო მაზინი, რუსი კომპოზიტორი, ვირტუოზი პიანისტი და დირიჟორი სერგეი რახმანინოვი, მომღერალი და პედაგოგი დიმიტრი უსატოვი. მისმა მოწაფე ფიოდორ შალიაპინმა სწორედ თბილისის თეატრში დაიწყო თავისი პროფესიული მოღვაწეობა.

ყველა ახალი ამბავი
0