„ვინ ვინ არის“: თბილისში უჩვეულო გამოფენა იხსნება

© photo: Sputnik / Stringerთბილისის სახვითი ხელოვნების მუზეუმი
თბილისის სახვითი ხელოვნების მუზეუმი - Sputnik საქართველო, 1920, 25.03.2021
გამოწერა
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა თაობის მხატვართა ნამუშევრები. დამთვალიერებელს მათი ამოცნობა მოუწევს ინდივიდუალური ხელწერისა და სტილის მიხედვით

თბილისი, 25 მარტი – Sputnik. სახვითი ხელოვნების მუზეუმში უჩვეულო ექსპოზიცია გაიმართება – საგამოფენო სივრცეში ცნობილი ქართველი მხატვრების აქამდე უცნობი ნამუშევრები იქნება წარმოდგენილი და დამთვალიერებელს თავად მოუწევს ავტორის ამოცნობა.

ექსპოზიციას ეწოდება „რარიტეტები: ვინ ვინ არის?“ და რამდენიმე ათწლეულს მოიცავს – 1950–იანი წლებიდან 1980–იანი წლების ჩათვლით. წარმოდგენილი არიან სხვადასხვა თაობის მხატვრები მათთვის დამახასიათებელი ინდივიდუალური ხელწერითა და სტილით.

სახვითი ხელოვნების მუზეუმში 15 ავტორის, მათ შორის, ჯიბსონ ხუნდაძის, ანა შალიკაშვილის, ედმონდ კალანდაძის, ირაკლი ფარჯიანისა და სხვათა ნამუშევრები იქნება წარმოდგენილი.

  • „შერჩეულ მხატვართა ნამუშევრებით წარმოდგენილია ვიზუალურად ეკლექტური ქსოვილი, სადაც თავს იყრის ერთმანეთისგან მკვეთრად გამიჯნული სტილები, იდეოლოგიები, მხატვრული ხერხები თუ ხედვები... ცნობილ მხატვართა შერჩეული ნამუშევრები პრინციპულად ემიჯნება მათ ჩვეულ ხელწერას“, – აცხადებს გამოფენის კურატორი კონსტანტინე ბოლქვაძე.

გამოფენა ხვალ, 26 მარტს გაიხსნება და 26 აპრილამდე გასტანს.

ყველა ახალი ამბავი
0