ქართველი რეჟისორის ფილმმა „პანოპტიკონი“ იტალიაში გრანტი მოიპოვა

© photo: George Sikharuslidze / FBგიორგი სიხარულიძე
გიორგი სიხარულიძე - Sputnik საქართველო, 1920, 12.03.2021
გამოწერა
რეჟისორი გიორგი სიხარულიძე აღნიშნული ფილმით 2019 წელს კანის ფესტივალის პროგრამაში „სინფონდეიშენ“ (Cinefondation) იყო წარდგენილი.

თბილისი, 12 მარტი – Sputnik.  ქართველი რეჟისორის გიორგი სიხარულიძის სრულმეტრაჟიანმა მხატვრულმა ფილმმა“ პანოპტიკონმა“ (Panopticon) იტალიის კულტურის სამინისტროს ფონდის გრანტი მოიპოვა, ინფორმაცია სტუდია 20 Steps Productions–ის Facebook-გვერდზე ვრცელდება. 

ბერლინალე - Sputnik საქართველო, 1920, 05.03.2021
„სასიამოვნოდ სევდიანი" – როგორ შეაფასეს ქართული ფილმი ბერლინალეზე

ფილმი კულტურის სამინისტროს კოპროდუქციის ფონდის გამარჯვებული გახდა. როგორც კინოსტუდიაში აღნიშნავენ, აღნიშნული წარმატები ორმაგად სასიხარულოა, რამდენადაც პროექტმა ისეთი რეჟისორების ნამუშევრებთან ერთად მოიპოვა დაფინანსება, როგორებიცაა პიეტრო მარჩელო, ეჟი სკოლიმოვსკი და ა.შ.

„დიდი მადლობა იტალიელ პარტნიორ ლუკა კაბრიოლუს და იტალიის კულტურის სამინისტროს (Ministero della cultura) მათი მხარდაჭერისა და ნდობისთვის“, – ნათქვამია კომპანია 20 Steps–ის განცხადებაში.

ფილმ „პანოპტიკონის“ პროექტით გიორგი სიხარულიძე 2019 წელს კანის ფესტივალის პროგრამაში „სინფონდეიშენ“ (Cinefondation) იყო წარდგენილი.

გიორგი სიხარულიძე თბილისში 1988 წელს დაიბადა. 18 წლისა აშშ–ში სასწავლებლად წავიდა, სადაც ნიუ–იორკის უნივერსიტეტში კინოს თეორიის სფეროში ბაკალავრის წოდება მიიღო. გარდა ამისა, მან კოლუმბიის უნივერსიტეტში გამომსახველობითი ხელოვნების მაგისტრის წოდებაც მიიღო.

სიხარულიძე ავტორია მოკლემეტრაჟიანი ფილმების:  „თევზი, რომელიც დაიხრჩო“ (2014),  „წითელი ვაშლები“ (2016) და ასევე სრულმეტრაჟიამი ფილმის „ახალი წელი“ (2018).

ყველა ახალი ამბავი
0