https://sputnik-georgia.com/20210226/virtualuri-xelovneba-iwyeba-axali-proeqti-pirveli-arxi-scena-251009270.html
ვირტუალური ხელოვნება: საქართველოში იწყება ახალი პროექტი „პირველი არხი – სცენა“
ვირტუალური ხელოვნება: საქართველოში იწყება ახალი პროექტი „პირველი არხი – სცენა“
Sputnik საქართველო
პროექტი გააერთიანებს ყველა საინტერესო მოვლენასა და ადამიანს კინოს, თეატრის, მუსიკის, სახვითი ხელოვნების, ქორეოგრაფიისა და ხელოვნების სხვა სფეროებიდან. 26.02.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-02-26T13:07+0400
2021-02-26T13:07+0400
2023-08-17T19:44+0400
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24173/54/241735487_0:100:1921:1180_1920x0_80_0_0_cac7c3e5d0e485b1c04a4f3cb1a99cfc.jpg
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24173/54/241735487_106:0:1813:1280_1920x0_80_0_0_13090c0fa98bbb149af3e418f20453d1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები, საზოგადოება, კულტურა საქართველოში, საქართველო
ახალი ამბები, საზოგადოება, კულტურა საქართველოში, საქართველო
ვირტუალური ხელოვნება: საქართველოში იწყება ახალი პროექტი „პირველი არხი – სცენა“
13:07 26.02.2021 (განახლებულია: 19:44 17.08.2023) პროექტი გააერთიანებს ყველა საინტერესო მოვლენასა და ადამიანს კინოს, თეატრის, მუსიკის, სახვითი ხელოვნების, ქორეოგრაფიისა და ხელოვნების სხვა სფეროებიდან.
თბილისი, 26 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი იწყებს ახალ პროექტს „პირველი არხი – სცენა“, რომელიც ერთ ციფრულ პლატფორმაზე ხელოვნების სხვადასხვა სფეროს გააერთიანებს.
როგორც „პირველი არხის“ განცხადებაშია აღნიშნული, პანდემიის გამო ხელოვნების სფეროს თვითგამოხატვის ხელმისაწვდომი ფორმებით სარგებლობის შესაძლებლობა აღარ აქვს, ამიტომ საზოგადოებრივი მაუწყებელი მათ ახალ ონლაინ–ალტერნატივას სთავაზობს.
„პირველი არხი – სცენა“ – ესაა ვირტუალური სივრცე, რომელიც ნებისმიერ მსურველს აძლევს საშუალებას, მოისმინოს კონცერტი ქართველი შემსრულებლების შესრულებით, ნახოს ქართული ფილმები, თეატრალური დადგმები, ცნობილი ქართველი ფოტოგრაფების გამოფენები და ნამუშევრები. გარდა ამისა, პორტალზე იქნება სხვადასხვა კონცერტის პირდაპირ ტრანსლაციაზე დასწრების შესაძლებლობა ვირტუალური ბილეთის საშუალებით, ასევე დაინტერესებულ პირებს აქვთ თანხის გადარიცხვის შესაძლებლობა, რათა დაეხმარონ ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებს.
ორგანიზატორებმა უკვე დააანონსეს პროექტის პირველი ცოცხალი კონცერტი, ესაა „ჯაზის საღამო“, რომელიც 28 თებერვალს გაიმართება და მასში მონაწილეობას მიიღებენ JANNGO, ნინი ნუცუბიძე, ანა დოი, ბექა გოჩიაშვილი, ლევან დეისაძე და ზაზა ცერცვაძე.