სალომე ჯაშის ფილმს ბერლინალეზე უჩვენებენ

© Courtesy of Georgian National Film Centerკადრი ფილმიდან "მოთვინიერება"
კადრი ფილმიდან მოთვინიერება - Sputnik საქართველო, 1920, 10.02.2021
გამოწერა
ქართველი რეჟისორის ფილმმა, რომელიც ადამიანსა და ბუნებას შორის მეტოქეობას ეძღვნება, Sundance-ის კინოფესტივალზე მაღალი შეფასება მიიღო.

თბილისი, 10 თებერვალი – Sputnik. ქართველი რეჟისორის სალომე ჯაშის დოკუმენტური ფილმი „მოთვინიერება“ ბერლინალეს 71-ე საერთაშორისო კინოფესტივალის (Berlin International Film Festival) პროგრამაში შევიდა – ფილმი Forum-ის სექციაშია ჩართული, ნათქვამია კინოფესტივალის ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში. 

კადრი ფილმიდან მოთვინიერება - Sputnik საქართველო, 1920, 17.12.2020
Sundance–ზე ქართული ფილმი „მოთვინიერება“ წარდგება

კორონავირუსის პანდემიის გამო წელს ფესტივალი უჩვეულო ფორმატში ჩატარდება: 1–5 მარტს კინოინდუსტრიისადმი მიძღვნილი ღონისძიებები, 9–20 ივნისს კი კინოჩვენებები გაიმართება, რომელიც გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიით დასრულდება. 

როგორც ბერლინალეს ოფიციალური გვერდი იუწყება, კონკურსის ჟიურის წევრები არიან იასმილა ჟბანიჩი (ბოსნია და ჰერცეგოვინა), ჯანფრანკო როზი (იტალია), ილდიკო ენედი (უნგრეთი), ადინა პინტილიე (რუმინეთი), მოჰამად რასულოფი (ირანი).

„მოთვინიერება“ – ესაა საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრის მიერ უნიკალური ხეების გადარგვის სადავო და თითქმის სიურრეალისტური პროცესის ისტორია. ფილმი შვეიცარიის, გერმანიისა და საქართველოს ერთობლივი ნამუშევარია.

ფილმის მსოფლიო პრემიერა Sundance-ის საერთაშორისო კინოფესტივალზე 2021 წლის იანვარში გაიმართა. კინოფორუმზე ფილმი უკვე შეაქეს „გასაოცარი კინემატოგრაფიული სტილისთვის“, მისი რეჟისორი კი – ჟან რუშის და ნიონის კინოფესტივალების ჯილდოების მფლობელი – „გამჭრიახობისა და დაკვირვებისათვის“.

სალომე ჯაში 1981 წელს ბათუმში დაიბადა. რეჟისორი ბერლინში ცხოვრობს. მისი ბოლო ფილმი „დაისის მიზიდულობა” (2016) რამდენიმე საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზიორია. მისი ფილმები „დაისის მიზიდულობა” და „ბახმარო” წარმოადგენს გერმანულ კოპროდუქციას და შექმნილია საზოგადოებრივ მაუწყებელ Arte-თან თანამშრომლობით. „ბახმარო” ასევე წარდგენილი იყო აზია–წყნარი ოკეანის კინოაკადემიის პრემიაზე.

ყველა ახალი ამბავი
0