კულტურის სამინისტრო თემურ წიკლაურის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

© photo: Sputnik / Stringerკულტურის სამინისტრო
კულტურის სამინისტრო - Sputnik საქართველო, 1920, 01.02.2021
გამოწერა
თემურ წიკლაური ანსამბლ „ივერიას“ უცვლელი სოლისტი, ანსამბლ „ციცინათელას“ წევრი და საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის არტისტი იყო.

თბილისი, 1 თებერვალი – Sputnik. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საესტრადო მომღერლისა და მსახიობის, ანსამბლ „ივერიას“ წევრის თემურ წიკლაურის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს მის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს.

თემურ წიკლაური - Sputnik საქართველო, 1920, 01.02.2021
თემურ წიკლაური გარდაიცვალა

„თემურ წიკლაური ანსამბლ „ივერიას“ უცვლელი სოლისტი, ანსამბლ „ციცინათელას“ წევრი და საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის მსახიობი იყო. მან ცნობილ მიუზიკლებში არაერთი დასამახსოვრებელი და სახასიათო პერსონაჟი შექმნა, მათ შორის: „არწივი“, „მეფე აიეტი“, „გერვასი“ და „ნიკო ფიროსმანი“, – ნათქვამია სამინისტროს ვებ-გვერდზე.

თემურ წიკლაური 2021 წლის 1 თებერვალს 74 წლის ასაკში კორონავირუსის გართულებით გარდაიცვალა. გუშინ ცნობილი გახდა, რომ განთქმული ანსამბლი „ივერიას“ სოლისტის მდგომარეობა გაუარესდა. წიკლაური მკურნალობას გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადიოდა.

არტისტი კორონავირუსით დეკემბრის ბოლოს თავისი ბოლო კლიპის გადაღებების ან, შესაძლოა, მონტაჟის დროს დაინფიცირდა. კორონავირუსი მთელ მის ოჯახს დაუდასტურდა. ყველაზე მძიმედ გადაიტანა დაავადება მისმა მეუღლემ, ლილი ზღვაურმა. რამდენიმე თვის წინ თემურ წიკლაურმა გულის ოპერაცია - კორონარული შუნტირება გადაიტანა.
საქართველოს სახალხო არტისტი, მომღერალი თემურ წიკლაური - Sputnik საქართველო, 1920, 22.01.2021
17-ის ვარ და ამ ციფრებს გინდ შეუცვალე ადგილი, გინდ არა!

დაიბადა 1946 წელს კოჯორში. სწავლობდა კოჯრის საშუალო სკოლაში. 1972 წელს დაამთავრა ილია ჭავჭავაძის უცხო ენათა პედაგოგიური ინსტიტუტი.

1967 წლიდან საქართველოს ფილარმონიის მსახიობია. 1967–1972 წლებში იყო ანსამბლ „ციცინათელას“ წევრი, 1972 წლიდან კი ანსამბლ „ივერიას“ უცვლელი სოლისტია. მისი რეპერტუარი მოიცავს ქართველ კომპოზიტორთა სიმღერებს, მათ შორის: ნოდარ გიგაურის „ჩემი თბილისი და ფიროსმანი“, გიორგი ცაბაძის „საქართველოს მანანებო“, ალექსანდრე ბასილაიას „იყიდება საქართველო“, ვაჟა აზარაშვილის „დინამო“, ალექსანდრე ბასილაიას მიუზიკლებში: არწივი (1980, „ჩხიკვთა ქორწილი“), მეფე აიეტი (1983, „არგონავტები“), გერვასი (1986, „თოვლის ბებოს ზღაპარი“), ნიკო ფიროსმანი (1995, „ფიროსმანი“).

თემურ წიკლაურს მონაწილეობა აქვს მიღებული რამდენიმე ფილმში: „სინათლე ჩვენს ფანჯრებში“ (1968), „ივერია, სიყვარული და...“ (1974), „უმცროსი და“ (1977), „არგონავტები“ (1985).

2014 წლის 23 იანვარს გაიხსნა თემურ წიკლაურის ვარსკვლავი თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზთან. ჰყავს მეუღლე ლილი ზღვაური და ქალიშვილი ქეთევან წიკლაური.

ყველა ახალი ამბავი
0