საქართველომ თავადი ანდრია დადიანის კოლექციიდან XVI საუკუნის უნიკალური პორტრეტი დაიბრუნა

© photo: Art Palace Ge / FBპიტერ იანს პოურბუსის ნახატი
პიტერ იანს პოურბუსის ნახატი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ანდრია დადიანი საკმაოდ შეძლებული ადამიანი იყო და იმ დროისათვის ევროპული ხელოვნების ერთ-ერთ საუკეთესო კოლექციას ფლობდა.

თბილისი, 18 დეკემბერი – Sputnik. რენესანსის ეპოქის ფლამანდიელი მხატვრის პიტერ იანს პოურბუსის (Pieter Jansz. Pourbus) მიერ შექმნილი „ჯენტლმენის პორტრეტი“, რომელიც ადრე ქართველ თავადს, რუსეთის არმიის გენერალ-ლეიტენანტსა და მოჭადრაკე ანდრია დადიანს ეკუთვნოდა, საქართველოში დაბრუნდა.

ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს ხელოვნების სასახლის (კულტურის ისტორიის მუზეუმის) ხელმძღვანელმა გიორგი კალანდიამ გაავრცელა. კალანდიას თქმით, ამ ჟანრის ნახატი, რომელიც ჩრდილოეთის რენესანსის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია, საქართველოში ერთადერთია. ტილო დათარიღებულია 1523–1584 წლებით. 

ნიკო დადიანის სასახლე - Sputnik საქართველო
ზუგდიდში ნიკო დადიანის სასახლეში მუზეუმი მოეწყობა

„ეს არის ფერწერული ნამუშევარი, რომელიც ზეთით მუხის დაფაზეა შესრულებული. ასახავს ჯენტლმენს შავ ევროპულ სამოში თეთრი საყელოთი და წყვილი სამკლაურებით. ნახატი მიეკუთვნება ჟანრს, რომელიც ცნობილია როგორც memento mori. შუა საუკუნეებში მიწიერი ცხოვრების გარდამავალი ბუნების ასახვა საკმაოდ ცნობილი პრაქტიკა გახლდათ და მოიხსენიებოდა, როგორც „მემენტო მორი“, აღნიშნული ლათინური ფრაზა ითარგმნება როგორც „გახსოვდეს, რომ ცხოვრება წარმავალია", – აღნიშნავს კალანდია.

მუზეუმის დირექტორის განმარტებით, ნახატი ცნობილი ქართველი თავადის ანდრია დადიანის კოლექციაში კიევის სასახლეში ინახებოდა. იგი სამეგრელოს გავლენიანი მთავრის დავით I-ისა და ეკატერინე ჭავჭავაძის ვაჟი, სამეგრელოს უკანასკნელი მთავრის ნიკოლოზ დადიანის უმცროსი ძმა იყო. ანდრია დადიანი საკმაოდ შეძლებული ადამიანი იყო და იმ დროისათვის ევროპული ხელოვნების ერთ-ერთ საუკეთესო კოლექციას ფლობდა.

როგორც კალანდია აცხადებს, შემორჩენილია ფოტო, სადაც ჩანს, რომ ეს ნახატი ანდრია დადიანის კიევის სასახლის ერთ-ერთ კედელზე ჰკიდია. 1910 წელს დადიანის გარდაცვალების შემდეგ კიევის სასახლიდან მისი ბევრი ნივთი გაიყიდა.

ამ შედევრის შეძენისა და ევროპიდან საქართველოში ჩამოტანისთვის გიორგი კალანდია მადლობას უხდის საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტს და მის რექტორს თემურ ქორიძეს „ქველმოქმედებისა და აქტიური მხარდაჭერისთვის“.

ყველა ახალი ამბავი
0