მომღერალი ელენე ნინიძე რუსულ შოუ „გოლოს-9“-ს გამოეთიშა

© photo: Sputnik / Evgeny Odinokov / გადასვლა მედიაბანკშიშოუ „გოლოსი“
შოუ „გოლოსი“ - Sputnik საქართველო
გამოწერა
ელენე ნინიძემ შეასრულა ნორა ჯონსის კომპოზიცია Sunrise, თუმცა შემდეგ ეტაპზე გადასვლა ვერ შეძლო, რადგან მისმა მენტორმა ვალერი სიუტკინმა არჩევანი სხვა მონაწილის სასარგებლოდ გააკეთა

თბილისი, 12 დეკემბერი - Sputnik. ქართველმა მომღერალმა ელენე ნინიძემ ვერ გაიარა ნოკაუტების“ ტური პოპულარულ რუსულ ვოკალურ შოუზე „გოლოს 9“ და დატოვა პროექტი.

გუშინ ეთერში გავიდა ვოკალური შოუ „გოლოსის“ მორიგი გამოშვება, რომელმაც ნოკაუტების ეტაპი დახურა. ის ასევე გახდა სეზონის ბოლო ეთერი, რომლის ტრანსლაცია ჩაწერის შემდეგ გადიოდა. 18 დეკემბრიდან პროექტი გავა პირდაპირ ეთერში, ხოლო შეჯიბრების შედეგს მენტორებთან ერთად მაყურებლებიც განსაზღვრავენ.

ამჯერად თითოეული მენტორის გუნდში დარჩა სამ-სამი მონაწილე, რომლებიც ერთმანეთს მუსიკალურ რინგზე დაუპირისპირდნენ.

ელენე ნინიძემ შეასრულა ნორა ჯონსის კომპოზიცია Sunrise, თუმცა შემდეგ ეტაპზე გადასვლა ვერ შეძლო, რადგან მისმა მენტორმა ვალერი სიუტკინმა არჩევანი გააკეთა ოლეგ აკურატოვის სასარგებლოდ, რომელმაც ედუარდ ჰილის რეტრო-ჰიტი შეასრულა.

ლუბოვ უსპენსკაია - Sputnik საქართველო
„შეიძლება, ეს სიყვარულია“ - ლუბოვ უსპენსკაიას ახალგაზრდა ქართველი მომღერალი შეუყვარდა

ელენე ნინიძე 25 წლისაა და წარმოშობით თბილისიდანაა. „გავიზარდე საქართველოში. მთელი ჩემი ოჯახი შესანიშნავად მღერის. მამაჩემი ცნობილ ქართულ გუნდში მღეროდა. როდესაც ჩემმა მშობლებმა გაიგონეს, როგორ ვმღერი, მაშინვე მიხვდნენ, რომ მომღერალი უნდა გამოვიდე. ბავშვობიდან ვოცნებობ სცენის სურნელი და ოვაციების ხმა შევიგრძნო - ეს ჩემთვის ადრენალინია“, - ყვება გოგონა.

საქართველოში ელენემ დაამთავრა მუსიკალური სკოლა და უმაღლეს განათლებას ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე დაუფლა, თუმცა სპეციალობით არ უმუშავია. მოსკოვში გადასვლის შემდეგ დაამთავრა გნესინის მუსიკალური სასწავლებელი და ისწავლა რუსული ენა. შემდეგ კი ძირითად პროფესიად უკვე ესტრადა გახადა.

ნინიძე ჯგუფ Georgianos Band-ის სოლისტია, წარსულში X-Factor-ის ქართული ვერსიის მონაწილე იყო.

ყველა ახალი ამბავი
0