„პეპლების იძულებითი მიგრაცია“ – ნანა ჯორჯაძე ახალ ფილმს იღებს

© photo: Sputnik / Ekaterina Chesnokova / გადასვლა მედიაბანკშინანა ჯორჯაძე
ნანა ჯორჯაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ექსტრავაგანტული რეჟისორი განსაკუთრებული ხელწერით ხასიათდება, რისი წყალობითაც მისი ფილმები არცთუ იშვიათად კანის ფესტივალზე და „ოსკარზეც“ ხვდება.

თბილისი, 10 დეკემბერი – Sputnik. კინორეჟისორი ნანა ჯორჯაძე იღებს ფილმს „პეპლების იძულებითი მიგრაცია“ – ესაა სურათი დაუფასებელ და ნიჭიერ ხელოვან ადამიანებზე და მათ ბრძოლაზე აღიარებისთვის.

„ეს არის ჩემი ცხოვრება, ეს არის ჩემი ერთ-ერთი საყვარელი სცენარი, სიუჟეტი და ყოველი ჩემი ნერვი ამ ფილმით ცოცხლობს", – განაცხადა ნანა ჯორჯაძემ, იუწყება საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი.

ნანა ჯორჯაძე - Sputnik საქართველო
ქართველ რეჟისორს ამერიკის კინოაკადემიაში იწვევენ

ფილმში მონაწილე მსახიობები აღიარებენ, რომ რეჟისორს ერთი უცნაური თვისება აქვს – ჯორჯაძე არასდროს აძლევს მსახიობებს სცენარს წასაკითხად და მათ ინტუიციით თამაშს სთავაზობს.

„მართლა ჯადოქარია. სცენარი არ გჭირდება. მთავარია, რომ მიჰყვე მის დინებას“, – ამბობს მსახიობი ანა ქურთუბაძე.

ფილმი ოთხი თემატური თავი–სეზონისგან იქნება შემდგარი – ზამთარი, შემოდგომა, გაზაფხული და ზაფხული. ჯორჯაძემ ორი თავი უკვე გადაიღო. ახლა მისი მთავარი ამოცანა პროექტის დასრულებისთვის დაფინანსების მოძებნაა.

„პეპლების იძულებით მიგრაციას“ ქართველი მაყურებელი, სავარაუდოდ, 2021 წელს იხილავს.

ნანა ჯორჯაძის ფილმმა „ბოცვრის თათი“ რუსეთში ჯილდო მოიპოვა>>

ნანა ჯორჯაძე ქართველი მსახიობი, კინორეჟისორი, სცენარისტი, მხატვარი, პედაგოგი და კანის ფესტივალის პრიზიორია. ის თეატრალურ ინსტიტუტში თენგიზ აბულაძისა და ირაკლი კვირიკაძის კლასში 1974 წელს ჩაირიცხა. კინოში მოღვაწეობს 1977 წლიდან.

კადრი ლანა ღოღობერიძის ფილმიდან „ოქროს ძაფი - Sputnik საქართველო
ლანა ღოღობერიძის „ოქროს ძაფი" დიდ ეკრანებზე გამოდის

ნანა ჯორჯაძე გადაღებულია ფილმებში „რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე", „მოცურავე", „იცოცხლე, გენაცვალე" და სხვ. რეჟისორის ყველაზე მეტად ცნობილი ფილმებია „რობინზონიადა, ანუ ჩემი ინგლისელი პაპა", „შეყვარებული კულინარის 1001 რეცეპტი", „მეტეოიდიოტი", „ზაფხული, ანუ 27 დაკარგული კოცნა" და სხვ.

„შეყვარებული კულინარის 1001 რეცეპტი", რომელიც რეჟისორმა 1996 წელს გადაიღო და მასში მთავარ როლს პიერ რიშარი ასრულებს, შევიდა „ოსკარის“ პრემიის 69-ე ცერემონიის შორტ–ლისტში, როგორც საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი.

1994 წლიდან არის ევროპის კინოაკადემიის წევრი. 1995 წლიდან ცხოვრობს გერმანიაში.

ყველა ახალი ამბავი
0