ანიტა რაჭველიშვილი გერმანიაში წლის საუკეთესო საოპერო მომღერლად დაასახელეს

© photo: Sputnik / photo: Anita Rachvelishvili Official / FBანიტა რაჭველიშვილი
ანიტა რაჭველიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გამოცემამ, რომელიც აქცენტს საოპერო ხელოვნებაზე აკეთებს, ქართველ მეცო–სოპრანოს 2020 წლის საუკეთესო ხმა უწოდა.

თბილისი, 3 დეკემბერი – Sputnik. ქართველი მეცო-სოპრანო ანიტა რაჭველიშვილი გერმანული პრესტიჟული ჟურნალის Оper! Magazin დეკემბრის გარეკანზე მოხვდა – საოპერო მომღერალი 2020 წლის საუკეთესო მომღერლად დასახელდა.

რაჭველიშვილმა თავის Facebook-გვერდზე ყველას მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ბედნიერია ამ საოცარი ჯილდოს გამო.

Оper! საერთაშორისო გამოცემაა, რომელიც საოპერო ხელოვნებითაა დაინტერესებული. დაარსდა 2015 წელს და ყოველთვიურად გამოდის. გამოცემა ხელმისაწვდომია გერმანიაში, ავსტრიასა და შვეიცარიაში, ასევე ხელმომწერებისთვის მთელ მსოფლიოში. აქვს ციფრული ვერსიაც.

ანიტა რაჭველიშვილი - Sputnik საქართველო
პარიზის ოპერის სცენაზე ანიტა რაჭველიშვილის ტრიუმფი შედგა

ანიტა რაჭველიშვილი თბილისში დაიბადა, დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია ვოკალის განხრით. საქართველოში ანიტა რაჭველიშვილის დებიუტი საოპერო სტუდიაში შედგა, სადაც ვერდის ოპერა „რიგოლეტოში" მადალენასა და ჩაისკოვსკის „ევგენი ონეგინში" ოლგას პარტიები შეასრულა.

2006 წლის შემოდგომაზე მომღერალი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში მიიღეს, ხოლო ერთი წლის შემდეგ სასწავლებლად მილანის „ლა სკალას" თეატრის აკადემიაში მიიწვიეს.

ანიტა რაჭველიშვილი საერთაშორისო არენაზე ცნობილი 2009 წლის 7 დეკემბრიდან გახდა, როდესაც „ლა სკალას" სეზონის გახსნაზე „კარმენში" მთავარი პარტია შეასრულა. მომღერლის სადებიუტო სპექტაკლმა ევროპულ სცენაზე უდიდესი წარმატებით ჩაიარა, სპექტაკლს მსოფლიოს მრავალი ტელეარხი გადასცემდა.

ანიტა რაჭველიშვილმა ჩიკაგოელი მსმენელი აღაფრთოვანა>>

2011 წელს შედგა რაჭველიშვილის დებიუტი ნიუ-იორკის „კარნეგი ჰოლში", სადაც შეასრულა პრინცესა დე ბუიონის პარტია ჩილეას ოპერაში „ადრიანა ლეკურერი".

სენ-სანსის ოპერაში „სამსონი და დალილა" დალილას პარტიის შესრულებისთვის რაჭველიშვილმა მიიღო Bachtrack Opera Awards-ის პრემიის წოდება „საუკეთესო მომღერალი".

ყველა ახალი ამბავი
0