უკრაინა–საქართველო–თურქეთის ერთობლივი ფილმი: პრემიერა უკრაინაში გაიმართება

გამოწერა
ფილმის ერთ-ერთი პროდიუსერი ცნობილი ქართველი რეჟისორი ზაზა ურუშაძე იყო, რომელიც გასულ წელს გარდაიცვალა.

თბილისი, 30 ივლისი – Sputnik. უკრაინაში ოქტომბერში გაიმართება პრემიერა ფილმისა „ხაჯიბეის ციხე-სიმაგრე“, რომლის ერთ-ერთი პროდიუსერი აწ განსვენებული ქართველი რეჟისორი ზაზა ურუშაძე იყო.

სრულმეტრაჟიანი ისტორიული სათავგადასავლო ფილმი „ხაჯიბეის ციხე-სიმაგრე“ უკრაინის, საქართველოსა და თურქეთის ერთობლივი ნაწარმოებია. მრავალეროვნულია სამსახიობო დასიც. ფილმში ერთ-ერთ მთავარ როლს ქართველი მსახიობი ირაკლი მარუაშვილი ასრულებს. რეჟისორი და სცენარის თანაავტორია კონსტანტინ კონოვალოვი, ხოლო კრეატიული პროდიუსერი ზაზა ურუშაძე იყო.

ჯერჯერობით უცნობია, როდის გაიმართება ფილმის პრემიერა საქართველოში.

ფილმი რუსეთ–თურქეთის ომის პერიოდზე მოგვითხრობს.

ზაზა ურუშაძის უკანასკნელი ფილმის პრემიერა ისრაელში შედგება>>

ზაზა ურუშაძე გასულ წელს 53 წლისა გარდაიცვალა. ის თანამედროვე ქართულ კინოხელოვნებაში ერთ-ერთი წამყვანი რეჟისორი იყო. მისი ყველაზე წარმატებული ნამუშევარია ფილმი „მანდარინები“, რომელიც ამერიკულ „ოსკარზე“ იყო წარდგენილი ესტონეთის სახელით.

ყველა ახალი ამბავი
0