#ლიტერატურულიჩაი: ქართველმა დიზაინერმა ლიტერატურის პოპულარიზაციის ალტერნატიული გზა იპოვა

© photo: Nika Barbakadze / FB ახალგაზრდა ქართველი გრაფიკული დიზაინერი ნიკა ბარბაქაძე
 ახალგაზრდა ქართველი გრაფიკული დიზაინერი ნიკა ბარბაქაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ლიტერატურა სტანდარტული სახით ზოგჯერ მოსაწყენია ახალგაზრდა თაობისთვის, ამიტომ თანამედროვე თაობა ასეთ კრეატიულ „ხრიკებს“ მიმართავს

თბილისი, 18 ივლისი - Sputnik. ახალგაზრდა ქართველმა გრაფიკულმა დიზაინერმა ნიკა ბარბაქაძემ ლიტერატურის პოპულარიზაციის ალტერნატიული გზა იპოვა და ცნობილი მწერლები ჩაის ფინჯნებში „მოათავსა“.

ასეთი ანბანი ჯერ არ გინახავთ: ქართველმა მხატვარმა „მონსტრების ანბანი“ შექმნა >>

17 წლის ნიკა ბარბაქაძე ხაშურის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეა. მისი ნახატები მინიმალისტური, სადა და ორიგინალურია. იმისათვის, რომ ნიკას „ფინჯან ჩაიში“ იპოვოთ მწერალი, მის შემოქმედების ხელწერაზე მინიშნება ან რაიმე კონკრეტული ნაწარმოები, გონების დაძაბვაა არის საჭირო.

„პროექტის შექმნის იდეა უცხოური, ამავე შინაარსის პოსტერიდან წამოვიდა – Litterary Coffee. ძალიან მომეწონა და გონებაში გავიფიქრე, თუ როგორი შეიძლება ყოფილიყო ქართული ანალოგი“, - უამბო მხატვარმა Marketer.ge-ს.

მისი გრაფიკული „ჩაის“ სერიის პირველი გმირი გახდა ქართული ლიტერატურის კლასიკოსი ვაჟა-ფშაველა.

„ჩავთვალე, რომ მისი ბუნების გადმოცემას შევძლებდი. შექმნის პროცესი იმდენად სასიამოვნო და დამამშვიდებელი აღმოჩნდა, რომ მთლიან პროექტად გამოცემა მომინდა. თითოეულ ნამუშევარში შეამჩნევთ მწერლის ბუნებას, მინიშნებებს მის ნამუშევრებზე და ფრაზებზე. ყოველი ნამუშევრის დასრულებისას ვგრძნობდი, რომ ჩემი, როგორც გრაფიკული დიზაინერის უნარებიც იზრდებოდა“, – ამბობს ნიკა ბარბაქაძე.

ცოტა ხანში გრაფიკული დიზაინერის კოლექციას შეემატა ისეთი მწერლების გამოსახულებები, როგორებიცაა ილია ჭავჭავაძე, გალაკტიონ ტაბიძე, აკაკი წერეთელი, იაკობ გოგებაშვილი, გრიგოლ რობაქიძე, ტერენტი გრანელი, ანა კალანდაძე, ნიკოლოზ ბარათაშვილი, ჯემალ ქარჩხაძე და ქართული ლიტერატურის სხვა კლასიკოსები. და მხატვარი ამაზე გაჩერებას არ აპირებს.

აღსანიშნავია, რომ კორონავირუსის პანდემიის დროს ნიკა იყო იმ 79 ქართველ მოსწავლეს შორის, რომლებიც 11 აპრილს ამერიკიდან სამშობლოში დაბრუნდნენ. მათი დაბრუნება შესაძლებელი გახდა საქართველოსა და აშშ-ის მთავრობათა თანამშრომლობის შედეგად. მოსწავლეების ყატარის დედაქალაქ დოჰაში ჩაყვანა ამერიკულმა მხარემ, ხოლო დოჰადან სპეცრეისით თბილისამდე, საქართველოს მთავრობამ უზრუნველყო. ქართველ მოსწავლეებთან ერთად თბილისში ჩამოვიდა 35 მოსწავლე სომხეთიდან, რომელიც ქართველ თანატოლებთან ერთად ამერიკაში იმყოფებოდა.

ასევე ნიკოლოზ ბარბაქაძე განათლებისა და კულტურის მულტიფუნქციური ცენტრის ლოგოს ავტორია.

ყველა ახალი ამბავი
0