19:47 30 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8415
  • 100 RUB4.1711
  • USD3.2878
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველო და კულტურა (940)
212 0 0

კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო საქართველოს ყველა მუზეუმი ჯერ კიდევ მარტში დაიკეტა. ხელისუფლებამ შეზღუდვების მოხსნა 27 აპრილიდან დაიწყო. 15 ივნისიდან საქართველოში ოფიციალურად გაიხსნა შიდა ტურიზმი

თბილისი, 20 ივნისი – Sputnik. მუზეუმების და ნაკრძალების ეტაპობრივი გახსნა საქართველოში შაბათს, 20 ივნისიდან დაიწყო. შესაბამისი ცვლილებები შევიდა მთავრობის დადგენილებაში „იზოლაციის და კარანტინის დამტკიცების შესახებ“.

თითქმის სამთვიანი პაუზის შემდეგ პირველ ეტაპზე დამთვალიერებლებისთვის გაიხსნება:

  • თბილისი, ეთნოგრაფიული მუზეუმი
  • დმანისი, დმანისის მუზეუმ-ნაკრძალი
  • ძალისი, ძალისას მუზეუმ-ნაკრძალი
  • ახალციხე, სამცხე-ჯავახეთის მუზეუმი
  • მესტია, მარგიანების საგვარეულო კოშკი
  • ფოთი, კოლხური კულტურის მუზეუმის ნიკო ნიკოლაძის კოშკი.

„საქართველო ალბათ ერთ-ერთი პირველი სახელმწიფოა, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება მუზეუმების გახსნასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, საუბარია ეტაპობრივ გახსნაზე. მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ მუზეუმები უნდა აკმაყოფილებდნენ ყველა იმ რეგულაციას, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად მსოფლიოს საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით არის უკვე დამტკიცებული“, - განაცხადა კულტურის მინისტრის მოადგილემ ლევან ხარატიშვილმა.

როგორც ცნობილია, რეკომენდაციები კულტურის ობიექტების ადმინისტრაციას ავალდებულებს შენობებში თუ ტერიტორიაზე ხალხის ნაკადის გაკონტროლებას. ვიზიტორები ღონისძიებას შეიძლება დაესწრონ მხოლოდ ნიღბებით და უნდა დაიცვან სოციალური დისტანცია. დახურულ საგამოფენო დარბაზში ყოველ 5 კვადრატულ მეტრ ფართობზე მხოლოდ ერთი ვიზიტორი დაიშვება.

გიდის მომსახურების შემთხვევაში ექსკურსიის ხანგრძლივობა დახურულ სივრცეში არ უნდა აღემატებოდეს 1 საათს, ხოლო ვიზიტორთა ჯგუფში ადამიანების რაოდენობა 10-ს იმ პირობით, რომ მათ შორის სოციალური დისტანცია იქნება დაცული.




თემები:
საქართველო და კულტურა (940)

მთავარი თემები