ონლაინ–კონფერენცია: ეძღვნება ვლადიმერ მაიაკოვსკის

© photo: Sputnik / გადასვლა მედიაბანკშივლადიმერ მაიაკოვსკი
ვლადიმერ მაიაკოვსკი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფორუმის მონაწილეები სხვადასხვა ქვეყნიდან გაიხსენებენ მაიაკოვსკის და იმსჯელებენ მის შემოქმედებაზე პოეზიაში, თეატრში, კინოში, ჟურნალისტიკასა და ხელოვნების სხვა სფეროებში.

თბილისი, 25 მაისი – Sputnik. ონლაინ–კონფერენციას თემაზე „მაიაკოვსკის კვალდაკვალ პოეზიის საერთაშორისო სივრცეში“ ოთხშაბათს, 27 მაისს გამართავს მწერალ სანდრა ვერელის ბერლინის მუსიკალურ-ლიტერატურული სალონი ევროაზიის შემოქმედებით გილდიასთან ერთად.

სანდრა ვერელი საქართველოში დაარსებული დიდი პოეტის, ვლადიმერ მაიაკოსვკის სახელობის პირველი საერთაშორისო არტ-ფესტივალის „ბაღდათის ცა და სულის ეკოლოგია“ ორგანიზატორია. პროექტის მთავარი მიზანია საერთაშორისო ინტერესის გაღვიძება მაიაკოვსკის შემოქმედებისა და მისი ისტორიული სამშობლოსადმი.

ვლადიმირ მაიაკოვსკი - Sputnik საქართველო
კაცი კი არა... ღრუბელი შარვალში...

ფესტივალი პირველად პოეტის მშობლიურ ბაღდათში 2018 წლის ოქტომბერში გაიმართა. მისი მონაწილენი იყვნენ შემოქმედი ადამიანები საქართველოდან, რუსეთიდან, ყაზახეთიდან, გერმანიიდან, დიდი ბრიტანეთიდან, პოლონეთიდან და ესტონეთიდან. მოგვიანებით ფესტივალი გაიმართა რუსეთსა და გერმანიაში.

„ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ პოეტები, მწერლები, თეატრალური კრიტიკოსები, მუსიკოსები, მხატვრები, ასევე ვლადიმერ მაიაკოვსკის შემოქმედების მთარგმნელები სხვადასხვა ქვეყნიდან. ასე რომ, საუბრების სპექტრი პოეზიის საზღვრებს გასცდება“, – აღნიშნა სანდრა ვერელმა „Sputnik–საქართველოსთან“ საუბრისას.

ვერელის თქმით, ონლაინ–კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ პოეტები და მწერლები საქართველოდან, გერმანიიდან, ინგლისიდან, ისრაელიდან, საფრანგეთიდან, რუსეთიდან, უკრაინიდან და ბელარუსიდან.

საპატიო სტუმრებს შორის იქნებიან პოეტის მშობლიური ქალაქ ბაღდათის წარმომადგენლები: მაიაკოვსკის სახლ–მუზეუმის დირექტორი ბექა კუჭუხიძე, ბაღდათის მუნიციპალიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილების ხელმძღვანელი, პოეტი, მწერალი, მაიაკოვსკის შემოქმედების ქართულ ენაზე მთარგმნელი კონსტანტინე კიკნაძე, ფესტივალის „ბაღდათის ცა“ ერთ-ერთი ინიციატორი, რაიონის ტურიზმისა და სპორტის განყოფილების უფროსი გოჩა ხორავა.

ვლადიმირ მაიაკოვსკი პარიზში მეგობრების წრეში - Sputnik საქართველო
ბედისწერით უცნაურად გადაჯაჭვულნი: მაიაკოვსკი, არაგონი, ფარაჯანოვი...

გარდა ამისა, პოეტურ ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ პოეტები, მაიაკოვსკის პრემიის ლაურეატები ირინე გოჩაშვილი (თბილისი), ლიდია გრიგორიევა (ლონდონი), ჟურნალისტები მარინა თექთუმანიძე და ანასტასია ხატიაშვილი თბილისიდან, ასევე გაგიკ ნაზარიანი ერევნიდან.

მაიაკოვსკის შემოქმედებაზე და მესამე ეკო-არტ-ფესტივალზე ისაუბრებენ კუნგურის სტროგანოვის სახელობის სამხატვრო კოლეჯის დირექტორის მოადგილე ტატიანა პიატიშევა, ამავე სასწავლებლის კურსდამთავრებული და ამჟამად მოსკოვის სტროგანოვის სახელობის სამხატვრო აკადემიის სტუდენტი, სადაც თავად მაიაკოვსკიც სწავლობდა, სანამ მეამბოხე ხასიათის გამო არ გარიცხეს. მხატვრულ თემას განაგრძობს მხატვარი და ჟურნალისტი ნატალია კოვალიოვა. მაიაკოვსკის თეატრალურ მიმართულებას წარმოადგენს თეატრალური კრიტიკოსი მოსკოვიდან ოლგა გოვორკო, აღნიშნა ვერელმა.

ფორუმის მუსიკალურ ნაწილს წარმოადგენენ კომპოზიტორები, რომლებმაც ბერლინში მეორე ფესტივალისთვის მაიაკოვსკის ლექსებზე შექმნეს მუსიკა. ესენი არიან არჩი კიდი მოსკოვიდან, ალექსანდრ გუტმანი, ანა ზანიზდრა, ვოლფ გერნერი და რობერტ დენჰოფი ბერლინიდან.

კონფერენციის განსაკუთრებული სტუმარი იქნება მართლმადიდებლური გუნდი „საირმე“ ბაღდათიდან, რომელიც შეასრულებს ჯანსუღ კახიძის სიმღერას ვლადიმერ მაიაკოვსკიზე. კონფერენციას გაუძღვებიან პოეტი, მწერალი და მთარგმნელი გერმანიიდან სანდრა ვერელი და ევროაზიის შემოქმედებითი გილდიის ხელმძღვანელის მოადგილე ლონდონიდან მარატ ახმეჯანოვი.


ყველა ახალი ამბავი
0