თბილისი, 17 მაისი - Sputnik. საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის Facebook-ის ოფიციალურ ვებგვერდზე 17 მაისს, 12:00 საათზე გაიმართება ვირტუალური კონცერტი „მსოფლიო კინომუსიკის შედევრები“.
კონცერტში მონაწილეობს ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი ნიკოლოზ რაჭველის დირიჟორობით.
სცენაზე ასევე წარდგებიან სოლისტები - ნატალია ქუთათელაძე, გიორგი შამანაური და საქსოფონისტი რეზო კიკნაძე.
კონცერტის სპეციალური სტუმრები - მომღერალი ნინო ქათამაძე და იტალიელი ბანდონეონისტი მარიო სტეფანო პიეტროდარკი.
„მსოფლიო კინომუსიკის შედევრები“ რაჭველმა 2014 წელს წარადგინა. ეს პროგრამა ბოლო ათწლეულის განმავლობაში გახდა ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მუსიკალური პროექტი საქართველოში.