„გაიგე მეტი“: თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრის ახალი პროექტი

© SPUTNIK / LEVAN AVLABRELIმოზარდ–მაყურებელთა თეატრი
მოზარდ–მაყურებელთა თეატრი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პირველი სპექტაკლი „რაც მტრობას დაუნგრევია“ ნაჩვენები იქნება 24 აპრილს, 4 მაისს მაყურებელი იხილავს სპექტაკლს „ბაგრატიონები“, 8 მაისს კი სპექტაკლს „აკაკი“.

თბილისი, 20 აპრილი - Sputnik. თბილისის ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრი მაყურებელს შესთავაზებს ახალ პროექტს „გაიგე მეტი“, ნათქვამია თეატრის ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში. 

ოპერის თეატრი - Sputnik საქართველო
ოპერის მოყვარულებს „აბესალომ და ეთერის“ ონლაინ-ჩვენებაზე იწვევენ

„გაიგე მეტი“ – ეს არის ერთი მსახიობის თეატრ „ ვერიკოს“ შემეცნებითი პროექტი მოზარდთათვის. მოზარდ მაყურებელთა თეატრი ონლაინ რეჟიმში წარმოადგენს ქართული კინოსა და თეატრის ცნობილი მსახიობის კოტე მახარაძის საავტორო სპექტაკლებს.

პირველი სპექტაკლი „რაც მტრობას დაუნგრევია“ ნაჩვენები იქნება 24 აპრილს, 4 მაისს მაყურებელი იხილავს სპექტაკლს „ბაგრატიონები“, 8 მაისს კი სპექტაკლს „ აკაკი“. სპექტაკლების ტრანსლაცია 15:00 საათზე დაიწყება.

ვიდეო–სპექტაკლების ნახვა შესაძლებელია ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრის ოფიციალურ გვერდზე.

მოზარდ მაყურებელთა თეატრი კარანტინის დროს ცდილობს თავის მაყურებელს მოწყენის საშუალება არ მისცეს. თეატრი საკუთარ სპექტაკლებს აქტიურად ავრცელებს სოციალურ ქსელებში, რომელთა ნახვაც ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი. გარდა ამისა, თეატრის მსახიობები Facebook-გვერდზე საღამოობით პატარებისთვის ზღაპრებს კითხულობენ.

ყველა ახალი ამბავი
0