ქართული ფილმი „მკვდარი სულების არდადეგები“ კანადის დასაპყრობად მიემგზავრება

© photo: Dead Souls' Vacation / FBფილმი „მკვდარი სულების არდადეგები“
ფილმი „მკვდარი სულების არდადეგები“ - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფილმი მოგვითხრობს 45 წლის მუსიკოს ლევან სვანიძეზე, რომელიც მოხუც დედასთან ერთად ცხოვრობს და პირადი ცხოვრების მოწყობას ცდილობს.

თბილისი, 15 აპრილი – Sputnik. ქართველი რეჟისორის ეკატერინე (კეკო) ჭელიძის სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი „მკვდარი სულების არდადეგები“ სპეციალურად შეირჩა კანადის დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალის Hot Docs პროგრამისთვის.

კეკო ჭელიძის სადებიუტო ნამუშევარი შევიდა სპეციალურ პროგრამაში The Changing Face of Europe („ევროპის ცვალებადი სახე“), რომელსაც ფესტივალზე მესამედ წარადგენს საერთაშორისო ორგანიზაცია European Film Promotion.

„ცუდი ხალხი" საქართველოდან ბერლინის დასაპყრობად მიემგზავრება>>

„მკვდარი სულების არდადეგები“ ქართული საპროდიუსერო კომპანიის Parachute Films პირველი დასრულებული ნამუშევარია. ფილმი შეიქმნა საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით. ფილმის პრემიერა საქართველოში 2020 წლის ბოლოს იგეგმება.

ფილმი მოგვითხრობს 45 წლის მუსიკოს ლევან სვანიძეზე. ის 90-იანი წლების ალტერნატიული ქართული სცენის წარმატებული მუსიკოსია, ცხოვრობს თბილისის გარეუბანში, 14 კვადრატულ მეტრ ფართობში მოხუც დედასთან ლამარასთან ერთად.

ია შუღლიაშვილი ფილმში „ჩემი ბედნიერი ოჯახი - Sputnik საქართველო
Netflix-ზე ქართული დრამა 50 საუკეთესო ფილმის ნუსხაში შევიდა

მიუხედავად მარტოობისა და განცდებისა, ლევანი იმედს არ კარგავს და ცდილობს კვლავ დაიმკვიდროს ადგილი, დაიწყოს პირადი ცხოვრება. ლამარას მთავარი ამოცანა კი ლევანის დაცვაა გარე სამყაროს „საფრთხეებისგან“.

ფილმში გამოყენებულია მთავარი გმირის ლევან სვანიძის მიერ შექმნილი ელექტრონული მუსიკა, რომელიც მან ბოლო 20 წლის განმავლობაში შექმნა. ფილმში ასევე ჟღერს ქართული პოსტ–პანკ ჯგუფის „წერილის“ მუსიკა, რომელშიც სვანიძე ბას-გიტარაზე 1995 წლიდან უკრავს.

აღსანიშნავია, რომ „მკვდარი სულების არდადეგები“ – ესაა სვანიძის პირველი მუსიკალური პროექტის დასახელება. ახლა კი ასე ჰქვია ფილმსაც.

ქართულ ფილმებს ბრიუსელში კინოფესტივალზე აჩვენებენ>>

Hot Docs უდიდესი ფესტივალი, კონფერენცია და კინობაზარია ჩრდილოეთ ამერიკაში. ყოველწლიურად მის ფარგლებში წარმოდგენილია 150-ზე მეტი უახლესი დოკუმენტური ფილმი მთელი მსოფლიოდან.

ყველა ახალი ამბავი
0