მიშა გომიაშვილმა რუსულ კომედიაში მთავარი როლი შეასრულა

© courtesy of Misha Gomiashviliმიხეილ გომიაშვილი
მიხეილ გომიაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველმა მსახიობმა განასახიერა მოხუცი კაცი, რომელმაც მეხსიერება დაკარგა – მას არ ახსოვს არც თავისი სახელი, არც მიზეზი, რის გამო აღმოჩნდა ასე შორს სახლიდან.

თბილისი, 16 მარტი – Sputnik. ფილმ „ჰეფი ენდის“ პრემიერა, რომელშიც მთავარ როლს ქართველი მსახიობი მიშა გომიაშვილი ასრულებს, რუსულ კინოგაქირავებაში 14 მაისს გავა.

რეჟისორ ევგენი შელიაკინის კინოფილმი ორი ქვეყნის – რუსეთისა და ტაილანდის კოპროდუქციაა.

ფილმი მოგვითხრობს უცნაური მოხუცის შესახებ, რომელიც გონს ტაილანდის პლაჟზე მოდის. მას არ ახსოვს არც თავისი სახელი, არც მიზეზი, რის გამო აღმოჩნდა ასე შორს სახლიდან. ის მხოლოდ რუსულად საუბრობს და უკიდურესად ცუდი ხასიათით გამოირჩევა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, სწრაფად ითვისებს ახალ ადგილს, ამყარებს კონტაქტებს და ავანტიურულ ბიზნესსაც კი ქმნის. თითქოსდა ახალი ცხოვრება აეწყო, მაგრამ თანდათან უბრუნდება ძველი მოგონებები იმაზე, რის გამო აღმოჩნდა კონტინენტის სხვა მხარეს. 

გომიაშვილთან ერთად ფილმში მონაწილეობენ რუსი მსახიობები ევგენია დმიტრიევა, ვლადიმირ მიშუკოვი, ანასტასია სომოვა და სხვები. სრულმეტრაჟიამი ფილმის პრემიერა რუსეთში 27-ე კინოფესტივალზე „ფანჯარა ევროპაში“ გაიმართა. მიხეილ გომიაშვილი დაიბადა მსახიობების არჩილ და ლიანა გომიაშვილების ოჯახში. უფროსი ძმისგან განსხვავებით, რომელმაც ინჟინრის პროფესია აირჩია, სკოლის დამთავრების შემდეგ მამის კვალს გაჰყვა და შოთა რუსთაველის სახელობის საქართველოს სახელმწიფო თეატრალურ ინსტიტუტში ჩააბარა.

გომიაშვილის დებიუტი კინოში 1992 წელს შედგა – ფილმ „ხაფანგში“ მან მეორეხარისხოვანი როლი შეასრულა. 2000 წელს ითამაშა გიორგი შენგელაიას ფილმში „სიყვარული ვენახში“, 2003 წელს – რეჟისორ ლევან ანჯაფარიძის ფილმში „არის ასეთი ქვეყანა“ და სხვ. 2005 წელს მიიწვიეს რუსული ისტორიული ფილმის „პირველი ღმერთის შემდეგ“ გადაღებებზე. 2017 წელს გომიაშვილმა შეასრულა როლი რეზო გიგინეიშვილის დრამატულ ფილმში „მძევლები“ (ფილმში ასევე როლებს ასრულებენ თინა დალაქიშვილი, მერაბ ნინიძე, ნადეჟდა მიხალკოვა და სხვ.), იმავე წელს გადაიღეს მოკლემეტრაჟიან ფილმში „მან თქვა „დედა“.

ყველა ახალი ამბავი
0