ფაშინიანს საქართველოში დეკემბრის ბოლოს კვლავ ელოდებიან

გამოწერა
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი საქართველოს ხელისუფლების მადლიერია სომხური მემკვიდრეობის შენარჩუნებაში შეტანილი წვლილისთვის.

თბილისი, 6 მარტი — Sputnik. სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი თბილისში პეტროს ადამიანის სახელობის თბილისის სახელმწიფო დრამატული თეატრის შენობის გახსნაზე მიიწვიეს. ამის შესახებ „Sputnik-სომხეთის" კორესპონდენტთან საუბრისას სომხური თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა არმენ ბაიანდურიანმა განაცხადა.

სომხური თეატრის ძველი შენობა თბილისში 2018 წელს აიღეს. თავდაპირველად შენობის რესტავრირება იგეგმებოდა, თუმცა, მისი სავალალო მდგომარეობიდან გამომდინარე, პროექტის ავტორებმა მისი აღება და იმავე ადგილზე ახალი თეატრის აშენება გადაწყვიტეს. ამასთან, შენარჩუნდება ძველი შენობის იერი და კოლორიტი.

ნიკოლ ფაშინიანი და გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
საქართველოს პრემიერმა ნიკოლ ფაშინიანს „ბომბორა" აჩუქა

„შენობა აშენებულია, დარჩენილია შიდა სამუშაოები... რომლებიც რამდენიმე თვეში დასრულდება. თეატრის გახსნის საზეიმო ცერემონიას ამ წლის დეკემბერში ვგეგმავთ", – განაცხადა ბაიანდურიანმა.

ამ დღეებში ფაშინიანის თბილისში ოფიციალური ვიზიტისას სომხეთის პრემიერი სომხურ თემს შეხვდა, სადაც თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ის თეატრის გახსნის ცერემონიაზე დაპატიჟა. ბაიანდურიანი იმედოვნებს, რომ ფაშინიანი მიიღებს მოწვევას.

მისი განცხადებით, ახალი თეატრი, სავარაუდოდ, 18 მლნ დოლარი დაჯდება. პროექტის დაფინანსება თავის თავზე მთლიანად საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, "ქართული ოცნების" ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა აიღო, რომელმაც თანხა თავისი ფონდი „ქართუდან" გამოყო.

ფაშინიანი: საქართველო-სომხეთის ურთიერთობა ასეთი კარგი არასდროს ყოფილა>>

რომ არა ივანიშვილის ინიციატივა, შესაძლოა, სომხურ თეატრს დღეს შენობა არ ჰქონოდა, თან ასეთი – საერთაშორისო სტანდარტების შესატყვისი.

„სომხეთის პრემიერმა ამის შესახებ იცის. მან მადლიერება გამოხატა საქართველოს ხელისუფლების მიმართ", – განაცხადა ბაიანდურიანმა.

სომხური თეატრი თბილისში 1936 წელს აშენდა.

ყველა ახალი ამბავი
0