თბილისში საკულტო რეჟისორის უეს ანდერსონის ფილმების რეტროსპექტივა გაიმართება

© AFP 2024 / JOHN MACDOUGALLუეს ანდერსონი
უეს ანდერსონი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ანდერსონის ფილმები თავიდან ბოლომდე პირადულია. რეჟისორი შთააგონა სტენლი კუბრიკის, ფრანგული "ახალი ტალღისა" და მარტინ სკორსეზეს ნამუშევრებმა.

თბილისი, 5 მარტი — Sputnik. თბილისის კინოთეატრ „ამირანში" 3-5 აპრილს მსოფლიოში ცნობილი ამერიკელი კინორეჟისორის უეს ანდერსონის (Wes Anderson) ფილმების რეტროსპექტივა გაიმართება.

კინოთეატრში კვენტინ ტარანტინოს, სტენლი კუბრიკის, ვუდი ალენისა და მარტინ სკორსეზეს ფილმების შემდეგ ამერიკული დამოუკიდებელი კინოს ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენლის კინოსურათებს აჩვენებენ.

კინოკამერები - Sputnik საქართველო
სტრასბურგში ქართული კინოს რეტროსპექტივა მიმდინარეობს

უესლი უელს ანდერსონი – კინორეჟისორი, სცენარისტი, მსახიობი და პროდიუსერია. ის 2001 წელს წარდგენილი იყო „ოსკარის" პრემიაზე ნომინაციაში „საუკეთესო ორიგინალური სცენარი" ფილმისთვის „ტენენბაუმების ოჯახი" და 2012 წელს ფილმისთვის „სავსე მთვარის სამეფო".

რეჟისორი შთააგონა სტენლი კუბრიკის, ფრანგული „ახალი ტალღისა" და მარტინ სკორსეზეს ნამუშევრებმა.

ფილმების განრიგი კინოთეატრ „ამირანში":

  • 3 აპრილი - „სასტუმრო გრანდ ბუდაპეშტი“/The Grand Budapest Hotel
  • 4 აპრილი - „ტენენბაუმების ოჯახი“/The Royal Tenenbaums
  • 5 აპრილი - „მატარებელი დარჯელინგის მიმართულებით“/The Darjeeling Limited

თავად ანდერსონის აღიარებით, მისი ფილმები თავიდან ბოლომდე პირადულია.

ყველა ახალი ამბავი
0