სტრასბურგში ქართული კინოს რეტროსპექტივა მიმდინარეობს

გამოწერა
სტრასბურგის მცხოვრებნი და ქალაქის სტუმრები ათი დღის განმავლობაში ქართული კინემატოგრაფიის შედევრებს გაეცნობიან.

თბილისი, 5 მარტი — Sputnik. საფრანგეთის ქალაქ სტრასბურგში, კინოთეატრ L'odyssée-ში მიმდინარეობს ცნობილი ქართული ფილმების რეტროსპექტივა, ნათქვამია საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის განცხადებაში.

კანის ფესტივალი - Sputnik საქართველო
ქართული კინო კანის კინოფესტივალზე

კინოჩვენებები 15 მარტამდე გაგრძელდება. ღონისძიების ინიციატორია კინოთეატრ L'odyssée-ს („ოდისე") დირექტორი ფარუკ გუნალთაი. სწორედ ამ კინოთეატრში გაეცნობა მაყურებელი ქართულ კინოს.

ჩვენებების სერია გუშინ გახსნა ოთარ იოსელიანის ფილმმა „იყო შაშვი მგალობელი". ფილმი მაყურებელს თავად რეჟისორმა წარუდგინა, რომელიც სტრასბურგში სპეციალურად ამ მოვლენისთვის ჩავიდა.

სტრასბურგში ასევე აჩვენებენ ცნობილ ქართულ ფილმებს:

  • 7 მარტი – მიხეილ კობახიძის „ქოლგა", „ქორწილი", „მუსიკოსები";
  • 8 მარტი – ოთარ იოსელიანის „გიორგობისთვე";
  • 10 მარტი – ელდარ შენგელაიას „თეთრი ქარავანი";
  • 14 მარტი – ლანა ღოღობერიძის „რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე";
  • 15 მარტი – ნუცა ალექსი-მესხიშვილის „კრედიტის ლიმიტი".

ეროვნულ კინოცენტრთან ერთად ღონისძიების პარტნიორია სტრასბურგის მერია და საქართველოს კინოაკადემია.

ახალი კინოპროექტები და პერსპექტივები – ქართული დელეგაცია ბერლინალეზე მიემგზავრება>>

საქართველო 2019 წლის ნოემბერში ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანა გახდა. ამასთან დაკავშირებით სტრასბურგში მრავალრიცხოვანი კულტურული ღონისძიებები იმართება, მათ შორისაა ქართული ფილმების რეტროსპექტივაც.

ყველა ახალი ამბავი
0