მაია ბარათაშვილს ვარსკვლავს გაუხსნიან

© photo: Maia Baratashvili / FBმაია ბარათაშვილი
მაია ბარათაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ვარსკვლავის გახსნამდე მაია ბარათაშვილი დიდ საკონცერტო დარბაზში სოლო-კონცერტს გამართავს სახელწოდებით Restart.

თბილისი, 3 მარტი — Sputnik. ცნობილ ქართველ ჯაზ-მომღერალ მაია ბარათაშვილს თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ 3 მარტს – მომღერლის დაბადების დღეს ვარსკვლავს გაუხსნიან.

ბარათაშვილი 50 წლის იუბილეს და მუსიკალური მოღვაწეობის 30 წლის იუბილეს აღნიშნავს. ვარსკვლავის გახსნამდე იგი დიდ საკონცერტო დარბაზში სოლო-კონცერტს გამართავს სახელწოდებით Restart. 

მაია ბარათაშვილი, თბილისის მერიის ბიგ-ბენდთან და ბევრ ნიჭიერ მუსიკოსთან ერთად, მსმენელს გრანდიოზულ შოუ-პროგრამას ჰპირდება. კონცერტის შემდეგ კი ვარსკვლავის გახსნის ცერემონია გაიმართება.

მაია ბარათაშვილმა ჯაზის შესრულება 1996 წლიდან დაიწყო. მას შემდეგ მსოფლიოს მასშტაბით მონაწილებს სხვადასხვა საერთაშორისო ჯაზ-ფესტივალებში.

იგი სცენაზე არაერთი ცნობილი მუსიკოსის გვერდით მდგარა, მათ შორისაა ცნობილი ჯაზ-მომღერალი და კომპოზიტორი ჯორჯ დიუკი. 1998 წლიდან ბარათაშვილი თბილისის მერიასთან არსებული საესტრადო ორკესტრის სოლისტია. მას არაერთი სოლო-ალბომი აქვს გამოშვებული, მათ შორის, ცნობილი A First Footer, „მაია ბარათაშვილი და იგორ ბრილი“, „სიყვარულის შესახებ და არა მარტო“ და ა.შ.

ყველა ახალი ამბავი
0