პოპულარული ტალანტების შოუ „ნიჭიერი“ ბრუნდება

© Facebook / photo: Nichieri / FB"ნიჭიერი"
ნიჭიერი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პირველი „ნიჭიერი" საქართველოში ტელეკომპანია Rustavi2-ის ეთერში 2010 წლის თებერვალში გავიდა. „ნიჭიერის" ბოლო, მერვე სეზონის გამარჯვებული თბილისის ბიჭუნათა კაპელა გახდა.

თბილისი, 3 მარტი — Sputnik. ქართული რეიტინგული შოუ „ნიჭიერის“ მეცხრე სეზონი ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში 16 მარტიდან დაიწყება, ნათქვამია შოუს ოფიციალურ Facebook-გვერდზე.

პროექტი, რომელშიც სხვადასხვა მიმართულებით საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენას ნებისმიერი მსურველი შეძლებს, ტელეეთერში ორშაბათობით, 22:00 საათზე გავა. მაყურებლის წინაშე წამყვანის ამპლუაში წარდგება შოუმენი გია ჯაჯანიძე.

ცვლილებებია ჟიურის შემადგენლობაშიც: კონკურსანტებს შეაფასებენ ტელეწამყვანი და მსახიობი რუსკა მაყაშვილი, მომღერალი ანრი ჯოხაძე, დიზაინერი მაკა კვიციანი (ბრენდი Dalood) და ტელეჟურნალისტი დიმა ობოლაძე.

„ნიჭიერის“ სხვადასხვა სეზონში სხვადასხვა პროფესიის ადამიანები მონაწილეობდნენ – მოცეკვავეები, მომღერლები, აკრობატები, ტანმოვარჯიშეები, ძალოსნები და ა.შ.

„ნიჭიერი" — ცნობილი ბრიტანული შოუს Got Talent-ის ქართული ანალოგია. პირველი „ნიჭიერი" საქართველოში ტელეკომპანია Rustavi2-ის ეთერში 2010 წლის თებერვალში გავიდა. „ნიჭიერის" ბოლო, მერვე სეზონის გამარჯვებული თბილისის ბიჭუნათა კაპელა გახდა.

ყველა ახალი ამბავი
0