Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

პოპულარული ჯგუფი OneRepublic საქართველოში ჩამოდის

© photo: Sputnik / Evgeny Biyatovჯგუფი OneRepublic
ჯგუფი OneRepublic - Sputnik საქართველო
გამოწერა
Black Sea Arena–ს სცენას მსოფლიო ვარსკვლავების – ელტონ ჯონის, კრისტინა აგილერას, „აეროსმიტის“ შემდეგ კიდევ ერთი ვარსკვლავური ჯგუფი ესტუმრება.

თბილისი, 28 თებერვალი — Sputnik. 2020 წლის 10 ოქტომბერს შეკვეთილში, Black Sea Arena-ს სცენაზე მსოფლიოში ცნობილი ამერიკული პოპ ჯგუფი OneRepublic კონცერტს გამართავს, ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.

 

OneRepublic ამერიკული პოპ-როკ ბენდია, რომელიც 2002 წელს ვოკალისტმა რაიან ტედერმა და გიტარისტმა ზეკ ფილკინსმა ჩამოაყალიბეს კოლორადოში. ჯგუფის წევრები არიან ასევე დრიუ ბრაუნი, ბრენტ ქათზლი და ედი ფიშერი. პირველი ალბომი ბენდმა 2007 წელს გამოსცა სახელწოდებით Dreaming Out Loud. სინგლი Apologize ჰიტად იქცა და ჯგუფს „გრემის“ ნომინაციაც მოუტანა. ჯგუფს ოთხი სტუდიური ალბომი აქვს ჩაწერილი – Dreaming Out Loud (2007), Waking Up (2009), Native (2013) და Oh My My (2016).

„ბლექ სი არენა“ ყველაზე დიდი საკონცერტო დარბაზია საქართველოში. გაიხსნა 2016 წლის 31 ივლისს. იტევს 10 000-მდე მაყურებელს. მდებარეობს კურორტ შეკვეთილში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში.

დარბაზის მშენებლობა 2008 წელს ფონდ „ქართუს“ ინიციატივით დაიწყო და მასში ფონდმა დაახლოებით 115 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელა. მშენებლობის დასრულების შემდეგ, 2016 წლის 10 ივლისს არენა ფონდმა უსასყიდლოდ გადასცა სახელმწიფოს.

კრისტინა აგილერამ საქართველოში გრანდიოზული შოუ გამართა - Sputnik საქართველო
კრისტინა აგილერამ საქართველოში გრანდიოზული შოუ გამართა

„ბლექ სი არენა“ აღჭურვილია სპეციალური აპარატურითა და განათების სისტემებით, რომელიც გრანდიოზული შოუების ჩატარების საშუალებას იძლევა.

დარბაზს აქვს მოძრავი სახურავი, რომელიც ამინდზეა მორგებული. საკონცერტო სივრცე სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის.

Black Sea Arena ოფიციალურად 2016 წლის 31 ივლისს მომღერალ კრისტინა აგილერას კონცერტით გაიხსნა.

ყველა ახალი ამბავი
0