Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

იცით ვინ არის პოლ კალკბრენერი, რომელიც მარტში თბილისს ეწვევა?

© photo: Paul Kalkbrenner / FBპოლ კალკბრენერი
პოლ კალკბრენერი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცნობილი გერმანელი მუსიკოსი ორჯერ არის ნამყოფი ანაკლიაში, ამჯერად ის პირველად ესტუმრება თბილისს და ქართველ მსენელს კიდევ ერთხელ გაახარებს.

თბილისი, 18 თებერვალი — Sputnik. მსოფლიო მასშტაბის გერმანელი მუსიკოსი და ლაივ-არტისტი პოლ კალკბრენერი თბილისს 6 მარტს ესტუმრება და მსენელისთვის Warehouse 7/მე-7 პავილიონში დაუკრავს.

გერმანელი მუსიკოსი, რომელიც საკუთარი „ლაივ აქტებით“ გამოირჩევა და რომლის ანგარიშზე არაერთი პრესტიჟული ჯილდოა, ელექტრონული მუსიკისა და კულტურის ერთ-ერთი უნიკალური და უმნიშვნელოვანესი ფიგურაა. მის მუსიკას მსმენელი მიჰყავს შორს დღევანდელი ყოველდღიური ცხოვრებისგან და გადაჰყავს ახალ აღმაფრთოვანებელ სამყაროში, რომელიც სავსეა ემოციებით, ხელოვნებით, აბსურდულობით, მეგობრობით, იმედითა და სიყვარულით.

1989 წელს, როდესაც ბერლინის კედელი დაინგრა, უამრავი გერმანელი ახალგაზრდისთვის ელექტრონული მუსიკა თვითგამოხატვის ერთადერთ გზად გადაიქცა. მათ შორის იყო 12 წლის პოლი, რომელმაც 1992 წელს მეგობართან (Sasha Funke-სთან) ერთად ლოკალურ კლუბებში დაიწყო DJing-ი. მათი დუო საკმაოდ სწრაფად გახდა მოთხოვნადი და იკავებდნენ ისეთი კლუბების სცენებს, როგორებიცაა Tresor, Planet, Walfisch და e-werk. მიუხედავად დიდი წარმატებისა, პოლის მთავარ მიზნად ყოველთვის რჩებოდა საკუთარი მუსიკის ცოცხლად შესრულება. 1999 წელს კი მისი პირველი ნამუშევრები გამოიცა Ellen Allien-ის ლეიბლზე და მალევე მიიპყრო მსოფლიო დონის არტისტების ყურადღება, რადგან მისი მუსიკა არ ჰგავდა იმ პერიოდისთვის დამახასიათებელ ტექნოს მონოტონურ ჟღერადობას, მისი მუსიკა უფრო მელოდიური და თბილი გრძნობებით იყო გამდიდრებული.

2004 წელს ბერლინელი კინორეჟისორი და Paul Kalkbrenner-ის გულშემატკივარი Hannes Stoehr დაუკავშირდა მუსიკოსს და ფილმისთვის მუსიკის დაწერა, ხოლო მოგვიანებით ფილმში Berlin Calling („ბერლინი გვიხმობს“) მთავარ როლში თამაში შესთავაზა.

ფილმი გერმანული ფილმოგრაფიის მნიშვნელოვან კულტად იქცა, ხოლო მისთვის დაწერილმა სინგლმა Sky and Sand 121 კვირაზე მეტი გაატარა გერმანულ ჩარტებში და ელექტრონული მუსიკის ერთ-ერთ ჰიმნად იქცა.

გერმანელ არტისტს ამ დროისთვის 8 სტუდიური ალბომი აქვს გამოშვებული, არის მუსიკალური ჩარტების მუდმივი ლიდერი, ის ისეთი ფესტივალების ჰედლაინერია, როგორებიცაა Tomorrowland (ბელგია), Lollapalooza (საფრანგეთი, დანია), Coachella (აშშ), Ultra Miami (აშშ), Glastonbury (დიდი ბრიტანეთი), Exit Festival (სერბეთი) და ა.შ.

ყველა ახალი ამბავი
0