„ქართველო რობერტინო ლორეტი“ ზუგდიდში სოლო კონცერტით წარდგება

© photo: Aleksandre Zazarashvili's Support Team / FBალექსანდრე ზაზარაშვილი
ალექსანდრე ზაზარაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ახალგაზრდა მუსიკოსი გეგმავს გამოსვლებს საქართველოს ბევრ ქალაქში, შუალედებში კი უცხოურ შოუებში მონაწილეობას მიიღებს

თბილისი, 2 თებერვალი - Sputnik. ახალგაზრდა მომღერალი ალექსანდრე ზაზარაშვილი, რომელსაც „ქართველი რობერტინო ლორეტი“ შეარქვეს, 16 თებერვალს ზუგდიდში სოლოკონცერტს გამართავს, უამბო „Sputnik-საქართველოს“ მომღერლის პროდიუსერმა, ბექა ლაგვილავამ.

სიამაყის საფუძველი: ქართველი ხელოვანების მიღწევები 2019 წელს >>

მისი თქმით, ალექსანდრე საქართველოს ქალაქებში საკონცერტო ტურნეს გამართვას აპირებს და პირველი სწორედ ზუგდიდი იქნება.

„იქ ალექსანდრეს ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავს, კონცერტზე დარბაზი სავსე იქნება, ამაში დარწმუნებული ვარ. იმის გამო, რომ ალექსანდრეს ბევრი მიწვევა აქვს მიღებული უცხოეთის სხვადასხვა შოუებსა და კონცერტებზე, ზუსტად ვერ დავაანონსებთ, სად და როდის გამართავს კონცერტებს. ამაზე ვმუშაობთ“, - განაცხადა პროდიუსერმა.

ალექსანდრე ზაზარაშვილი

ცამეტი წლის უნიჭიერესი ქართველი მომღერალი, რომელმაც ჯერ უკრაინის, შემდეგ ამერიკის, ბოლოს კი მთელი მსოფლიოს მსმენელს შეაყვარა თავი, ალექსანდრე ზაზარაშვილი გახდა „საუკეთესო ვაჟი შემსრულებლები ბავშვთა ხმების ისტორიაში“ რეიტინგის ლიდერი.

ალექსანდრეს წარმატება უკრაინული მუსიკალური პროექტის „ხმა. ბავშვები“ მეხუთე სეზონში გამარჯვებით დაიწყო. მოზარდს მაშინვე უწოდეს „ქართველი რობერტინო ლორეტი“. ფინალში ალექსანდრემ ქართულად შეასრულა ნინო ქათამაძის კომპოზიცია „ქუჩაში ერთხელ“ და პროექტში ფურორი მოახდინა.

უკრაინის შემდეგ მისი ნიჭის შესახებ აშშ-შიც გაიგეს. ალექსანდრე წარმატებით წარდგა კარნეგი-ჰოლში, ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული საკონცერტო დარბაზის სცენაზე და აშშ-ის კიდევ რამდენიმე ქალაქში გამართა კონცერტები.

2019 წლის სექტემბერში მომღერალი ნიუ-იორკის რესტორან LORD-ში წარდგა საღამოზე „შეეგებეთ ალექსანდრე ზაზარაშვილს“ (Meet Alexsandre Zazarashvili), ხოლო 27 და 28 სექტემბერს - ფილადელფიასა და ნიუ-ჯერსიში კონცერტებზე The Voices of Ukraine and Georgia.

ყველა ახალი ამბავი
0