05:37 04 ივნისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4087
  • 100 RUB4.4290
  • USD3.0416
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველო და კულტურა (829)
6110

ბულგარეთის დედაქალაქის მცხოვრებლები იხილავენ მხატვრის ათობით მინიატურას ქართული ასოების გამოსახულებით.

თბილისი, 30 იანვარი — Sputnik. მხატვრისა და კალიგრაფის გიორგი სისაურის უცხოეთში პირველი პერსონალური გამოფენა „სამოთხის შეხება" გაიხსნება 19 თებერვალს ბულგარეთის დედაქალაქში. ამის შესახებ მხატვარმა „Sputnik-საქართველოს" კორესპონდენტს თავად აცნობა.

„ანბანთქება": თბილისში უნიკალური ქართული დამწერლობის გამოფენა იხსნება>>

გამოფენაზე სოფიაში წარმოდგენილი იქნება მხატვრის გრაფიკული ნამუშევრები ქართული ანბანის 38 საზედაო ასოს გამოსახულებით.

„ჩემი ნამუშევრები ადრეც იყო გამოფენილი საქართველოს საზღვრებს გარეთ, მაგრამ ეს ჯგუფური გამოფენები იყო. ახლა გალერეა „სან სტეფანოში" ჩემი პირველი პერსონალური გამოფენა იხსნება, რომელიც ორი კვირა გაგრძელდება", – აღნიშნა მხატვარმა.

მხატვრის თქმით, გამოფენის ორგანიზებაში მას დაეხმარა საქართველოს საელჩო, ასევე ქართული დიასპორა. ექსპოზიციის ნახვა 6 მარტამდე იქნება შესაძლებელი.

გიორგი სისაური 23 წლის მხატვარია. დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია, სადაც სწავლობდა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რესტავრაცია–კონსერვაციის ოსტატობას. მისი კალიგრაფიული ხელოვნების ნიმუშები გამოიფინა საქართველოში, გერმანიასა და ეგვიპტეში. სისაურის ნამუშევრები ინახება სხვადასხვა ქვეყნის მუზეუმებში, გალერეებში და კერძო კოლექციებში. გიორგის პირველი პერსონალური გამოფენა საქართველოში 2010 წელს მოეწყო.

2018 წელს, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ფარგლებში, სისაურის ნამუშევრები ოფენბახის შრიფტის მუზეუმში გამოიფინა.

თემები:
საქართველო და კულტურა (829)

მთავარი თემები